"მილანი" - ორი დონარუმა ორ დღეში

AutoSharing Option
ჯანლუიჯი დონარუმასთან კონტრაქტის გახანგრძლივებიდან მე-2 დღეს "მილანმა" მისი ძმა ანტონიო დონარუმა გაიფორმა.

ორიოდე კვირის წინ "მილანი" დონარუმას გარეშე დარჩენის საშიშროების წინაშე იყო, ახლა კი "როსონერის" პირველ გუნდში ამ გვარის 2 მეკარე ითამაშებს.

- არის ახალი კონტრაქტი! დონარუმა 2021 წლამდე "მილანში" რჩება

27 წლის ანტონიო დონარუმა "მილანის" სკოლის აღზრდილია, მაგრამ პირველ გუნდში მას არასდროს უთამაშია. 2012 წელს ის "ჯენოას" შეუერთდა, 4 წლის შემდეგ კი - "ასტერასს". საბერძნეთის ჩემპიონატში ერთი წლის გატარების შემდეგ ანტონიო დონარუმა "მილანს" დღეს დაუბრუნდა. მშობლიურ კლუბთან მან, ძმის
მსგავსად, 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული