უფრო მეტი აბონემენტი, "იუვე" ფანებში ისევ პოპულარულია

AutoSharing Option
"იუვენტუსის" ახალი სეზონისთვის გუნდის საშინაო თამაშების აბონემენტები სარეკორდო რაოდენობით და თანაც, სარეკორდოდ მცირე დროში გაიყიდა.

ტურინულმა კლუბმა გასაყიდად 29 300 აბონემენტი გაიტანა, რომლებიც რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა - აღსანიშნავია, რომ "იუვენტუსის" სტადიონზე სულ 41 000 გულშემატკივარი ეტევა - შესაბამისად, "ვეკია სენიორას" თითოეულ საშინაო თამაშზე სალაროებში 11 700 ბილეთი გაიყიდება. ამ თემაზე კომენტარი "იუვენტუსის" პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ გააკეთა:

"გასულ ზაფხულს 25 000 სეზონური აბონემენტი გავყიდეთ, წელს კი ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა. ეს ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ "იუვენტუსი" ვითარდება და გულშემატკივრებს
კიდევ უფრო სჯერათ გუნდის. ბევრი მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ ამ ფორმაციის "იუვენტუსის" ერა დასრულდა, მაგრამ ეს არ შეესაბამება სიმართლეს - "იუვე" კიდევ უფრო ძლიერი იქნება და ისევ იბრძოლებს ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად. რაც მთავარია, გულშემატკივრები ისევ ჩვენ გვერდით იქნებიან".

დუგლას კოშტა იჯარით
"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციის თანახმად, დიდი შანსია, "იუვენტუსმა" დუგლას კოშტა იჯარით დაიმატოს და მომდევნო ზაფხულს მისი გამოსყიდვის ვალდებულება აიღოს.

აქამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ "ბაიერნი" 26 წლის ბრაზილიელის ნაცვლად 50 მილიონ ევროს ითხოვდა, "იუვენტუსი" კი მზად იყო 40 მილიონის გადასახდელად - ბოლო ინფორმაციით, მხარეები კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმდნენ და ერთი წლის თავზე 45 მილიონ ევროს გადაიხდიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული