"ინტერის" პირველი სერიოზული ტრანსფერი

AutoSharing Option
მილანის "ინტერი" 22 წლის სლოვაკი ცენტრალური მცველით, მილან შკრინიანით გაძლიერდა. "ნერაძურიმ" ტრანსფერი დღეს დილით დაადასტურა.

იტალიური პრესის ცნობით, "ინტერს" მისი ქალაქის მოსახელე ფეხბურთელი 18 მილიონი ევრო დაუჯდა.

- მილანის "ინტერი" ევგენი კონოპლიანკათი დაინტერესდა

მილან შკრინიანი "ინტერში" "სამპდორიადან" გადავიდა, სადაც მან გასული 2 სეზონი გაატარა. იტალიაში გატარებულ პირველ წელს ის მოედანზე მხოლოდ 3-ჯერ ვიხილეთ.

სიტუაცია 2016/17 წლების სეზონში გამოსწორდა - ახალგაზრდა ფეხბურთელი "სამპდორიას" შემადგენლობის უცვლელ წევრად მოგვევლინა. სერია A-ს გასულ გათამაშებაში მან 35-ჯერ ითამაშა, აქედან 34-ჯერ - სასტარტო შემადგენლობაში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული