"მილანმა" ტრანსფერებზე 100 მილიონი ევრო უკვე დახარჯა

AutoSharing Option
"მილანის" გენერალურმა დირექტორმა მარკო ფასონემ განაცხადა, რომ კლუბმა სატრანსფერო ბაზარზე უკვე 100 მილიონი ევრო დახარჯა.

"მილანი" დღე-დღეზე გააფორმებს ახალ კონტრაქტს ჯანლუიჯი დონარუმასთან, რომელიც ფაქტობრივად, აიძულეს, გუნდში დარჩენილიყო.

"ახლა კიდევ ერთ ფეხბურთელს შევიძენთ. შემდეგ შევჩერდებით და გაყიდვებზე ვიფიქრებთ", - განაცხადა ფასონემ.

შეგახსენებთ, რომ "მილანმა" ფრანკ კესიე, ანდრე სილვა, ჰაქან ჩალჰანოღლუ, რიკარდო როდრიგესი, ფაბიო ბორინი და მატეო მუსაკიო შეიძინა. მომდევნო ფეხბურთელი კი ანდრეა კონტი იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული