"ნაპოლი": მაურიციო სარი, როგორც ალექს ფერგიუსონი?

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი "გაძეტა დელო სპორტს" ესაუბრა და საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"ნეაპოლში ყველაფერი მომწონს და იმედი მაქვს, რომ აქ კიდევ დიდხანს დავრჩები. შესაძლოა, "ნაპოლის" ალექს ფერგიუსონი გავხდე და ეს მხოლოდ გამახარებს. ნეაპოლში ფეხბურთის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებაა, გულშემატკივრები "ნაპოლის" თაყვანს სცემენ და ჩვენთვის მათი გახარება ყველაზე მნიშვნელოვანია".

სარის კომენტარს "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გამოეხმაურა:

"სარის მშვენიერი კონტრაქტი აქვს, რომლის პირობები ახლო წარსულში გავაუმჯობესეთ. თუ მაურიციო სკუდეტოს ან ჩემპიონთა ლიგას მოგვაგებინებს, კონტრაქტი კიდევ ერთხელ გადაიხედება. არ მიკვირს, რომ მას
ჩვენთან სურს დარჩენა, რადგან ნეაპოლში განსაკუთრებული ატმოსფეროა. მე ვაფასებ სარის და სრულ ნდობას ვუცხადებ - მის ხელში გუნდი სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს, რაც შედეგზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. თუ სარის "რეალი" ან "ბაიერნი" მიიწვევს და წელიწადში 10 მილიონ ევროს შესთავაზებს - პირადი თვითმფრინავით ჩავიყვან მას მიუნხენში ან მადრიდში და პირველ ვარჯიშსაც დავესწრები. სხვა შემთხვევაში, არსად ვურჩევდი წასვლას, რადგან აქ სამუშაოდ ყველა პირობა აქვს შექმნილი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული