ბერგამოს "ატალანტამ" სტადიონი აუქციონზე იყიდა

AutoSharing Option
"იუვენტუსის" და "უდინეზეს" შემდეგ "ატალანტა" მესამე იტალიური კლუბია, რომელსაც საკუთარი სტადიონი აქვს.

ქალაქ ბერგამოს მუნიციპალიტეტმა "სტადიო ატლეტი აძური" "ბრმა" აუქციონზე გაიტანა და როგორც შემდეგ გაირკვა, მასში მონაწილეობა ორმა კლუბმა მიიღო: "ალბინოლეფემ" და "ატალანტამ" - უფრო მეტი - 8,6 მილიონი ევრო სერია A-ს ბინადარმა გადაიხადა და სტადიონი მის საკუთრებაში გადავიდა.

"ატალანტას" პრეზიდენტმა ანტონიო პერკასიმ ამ თემაზე ვრცელი კომენტარი გააკეთა: "ეს ისტორიული დღეა ჩვენი კლუბისთვის და მთელი ქალაქისთვის. სტადიონი, რომელზეც "ატალანტას" ისტორია დაიწერა, კლუბის საკუთრებაში გადმოვიდა. ამ ზაფხულს დაიწყება არენის სრული რეკონსტრუქცია,
რომელიც 2018 წელს დასრულდება.

სარემონტო სამუშაოების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და თანამედროვე სტადიონი გვექნება ევროპაში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს. სამწუხაროდ, "ატლეტი აძური" დღეს ვერ აკმაყოფილებს უეფას სტანდარტებს და ამიტომ, თუ ევროპალიგაზე გავედით, სხვა ქალაქში მოგვიწევს საშინაო მატჩების ჩატარება. განიხილება რამდენიმე ვარიანტი, თუმცა ყველაზე რეალურია, რომ ევროტურნირის მატჩები "სასუოლოს" სტადიონზე გავმართოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული