სერია A. XXXIV ტური: დერბი ისევ "ლაციოს" დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს 34-ე ტურში სამი გამორჩეული მატჩი შედგა: რომში დერბი გაიმართა, მილანში "ინტერი" "ნაპოლის" დაუხვდა, ბერგამოში კი ჩემპიონატის აღმოჩენამ, "ატალანტამ" ლიდერ "იუვენტუსს" უმასპინძლა.

ის, რაც ორ შეხვედრაში "ბარსელონამ" ვერ მოახერხა, "ატალანტამ" შეძლო და "იუვეს" კარი ორჯერ დალაშქრა. პირველი ტაიმის დასრულებამდე აღარაფერი რჩებოდა, როდესაც ბერგამოელთა ხანგრძლივი იერიში ალეჰანდრო გომესის ჩაწოდებით და ანდრეა კონტის ზუსტი დარტყმით დასრულდა - 1:0. იქამდე რემო ფრეულერს შეეძლო გატანა, მაგრამ ჯიჯი ბუფონმა ივარგა.

მეორე ტაიმი სტუმართა სრული უპირატესობით წარიმართა - ტურინელებმა თავიდანვე მოჰკიდეს საქმეს ხელი და ანგარიში
მალევე გაათანაბრეს - ერთი ეგაა, რომ გოლი საკუთარ კარში ლეონარდო სპინაცოლამ გაიტანა და თანაც, თავური დარტყმით - 1:1. საგულისხმოა, რომ სპინაცოლა "იუვეს" ეკუთვნის და "ატალანტაში" იჯარით ასპარეზობს.

ტურინელთა მეორე გოლი დანი ალვეშის ანგარიშზეა, რომელმაც მირალემ პიანიჩის შესანიშნავი ჩაწოდების შემდეგ თავით გადაგზავნა ბურთი კარში - 1:2. საბოლოო ანგარიში ფრეულერმა დააფიქსირა, რომელმაც მცველების შეცდომით ისარგებლა და მეორე ტაიმის სცენარს თუ გავითვალისწინებთ, ალოგიკური გოლი შეაგდო - 2:2. "იუვემ" ორი ქულა დაკარგა, თუმცა კიდევ უფრო გაზარდა სხვაობა უახლოეს მდევარ "რომასთან", რომელიც დერბიში დამარცხდა...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის შემდეგ მასიმილიანო ალეგრი უკმაყოფილო იყო და შემდეგი კომენტარი გააკეთა: "პირველ ტაიმში მეტოქემ უკეთ ითამაშა და დამსახურებულად დაწინაურდა. მეორეში სრულ უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ ბოლოს მოვდუნდით და დავისაჯეთ. არ შეიძლება ბოლო წუთებზე გოლის გაშვება - ეს დაუშვებელია. პირველ ნახევარში ყველა ორთაბრძოლა წავაგეთ - მომავალში ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს. წინ "მონაკოსთან" მატჩია და გაცილებით უკეთ გვმართებს თამაში".

ტურის ცენტრალური მატჩი "სტადიო ოლიმპიკოზე" გაიმართა, სადაც რომაული გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ბრავო სიმონე ინძაგის, რომელმაც საკადრო პრობლემების ფონზე კიდევ ერთხელ შეძლო "რომას" დამარცხება და ევროპალიგის საგზური პრაქტიკულად დაიბევა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის გმირი ბალდე კეიტაა, რომელმაც ორჯერ შეარხია მეტოქის კარის ბადე - ჩირო იმობილეს არყოფნაში, აფრიკელმა ლიდერობა იტვირთა და უბრალოდ, შეუჩერებელი იყო.

"ლაციოს" კიდევ ერთი გოლი დუშან ბასტას ანგარიშზეა, "რომას" რიგებში კი თერთმეტმეტრიანი დარტყმით თავი დანიელე დე როსიმ გამოიჩინა.

"რომას" ჩავარდნა აქვს, რაც ლუჩანო სპალეტის გუნდში დარჩენის შანსს ამცირებს...

სერია A. XXXIV ტური
ატალანტა-იუვენტუსი 2:2
გოლები: 1:0 კონტი (45), 1:1 სპინაცოლა (50 ს. კ.), 1:2 დანი ალვეში (83), 2:2 ფრეულერი (89)
ატალანტა (3-4-2-1): ბერიშა - ტოლოი, კალდარა, მაზიელო - კონტი, კრისტანტე, ფრეულერი, სპინაცოლა (85. პეტანია) - კურტიჩი (66. კესიე), ჰატებოერი - გომესი
იუვენტუსი (4-2-3-1): ბუფონი - დანი ალვეში (87. ბარძალი), ბონუჩი, კიელინი, ალექ სანდრო - პიანიჩი, ხედირა - კუადრადო (79. ლიხტშტაინერი), დიბალა (88. ლემინა), მანჯუკიჩი - იგუაინი
მაყურებელი: 24 000

ტორინო-სამპდორია 1:1
გოლები: 0:1 შიკი (12), 1:1 იტურბე (78)
ტორინო (4-2-3-1): ჰარტი - ძაპაკოსტა, როსეტინი, კარლაო, აველარი - ასკუა (78. ლოპესი), ბაზელი (87. ვალდიფიორი) - იაგო (73. იტურბე), ლიაიჩი, ბოიე - ბელოტი
სამპდორია (4-3-1-2): პუჯონი - ბერეჟინსკი, სილვესტრი, შკრინიარი, რეჯინი - ლინეტი, ტორეირა, პრაეტი - ფერნანდესი (61. ალვარესი) - კვალიარელა (84. ჯურიჩიჩი), შიკი (47. ბუდიმირი)
მაყურებელი: 18 000

რომა-ლაციო 1:3
გოლები: 0:1 კეიტა (12), 1:1 დე როსი (45-პენ.), 1:2 ბასტა (50), 1:3 კეიტა (85)
რომა (4-3-3): შჩესნი - რუდიგერი, მანოლასი, ფასიო (64. პეროტი), ემერსონი - სტროტმანი, დე როსი (73. ტოტი), ნაინგოლანი - სალაჰი, ელ შაარავი (46. პერესი), ჯეკო
ლაციო (3-5-2): სტრაკოშა - ბასტოსი, დე ვრეი (74. ჰოედტი), ვოლასი - ბასტა, პაროლო, ბილია, ლულიჩი, ლუკაკუ (43. ანდერსონი) - სავიჩი - კეიტა (87. ჯორჯევიჩი)
გაძევება: რუდიგერი (90. რომა)
მაყურებელი: 60 000

ბოლონია-უდინეზე 4:0
გოლები: 1:0 დესტრო (4), 2:0 ტაიდერი (45), 3:0 დესტრო (59), 4:0 დანილო (68 ს. კ.)
ბოლონია (4-3-3): მირანტე - ტოროსიდისი (58. კრაფტი), გასტალდელო (87. ოიკონომუ), მაიეტა, მბაიე - ტაიდერი, ვივიანი (75. პეტკოვიჩი), დონსა - ვერდი, კრეიჩი, დესტრო
უდინეზე (4-3-3): კარნეზისი - ვიდმერი, დანილო, ანჯელა, ფელიპე - ბადუ, ალფრედსონი, იანკტო (46. მატოსი), დე პაული (46. პეტრიჩი) - ტერო (60. კუმსი), საპატა
მაყურებელი: 20 000

კალიარი-პესკარა 1:0
გოლი: 1:0 ჟოაო პედრო (23-პენ.)
კალიარი (4-3-1-2): რაფაელი - პიზაკანე, სალამონი, ალვეში, მურუ - იონიცა (58. ფარაგო), პანაიოტისი, ბარელა (77. პადოინი) - ჟოაო პედრო - ფარიასი (65. საუ), ბორიელო
პესკარა (4-3-2-1): ფიორილო - ძამპანო, ბოვო, ნინკოვიჩი, ფორნაზიერი - კულიბალი (72. ბრუგმანი), მუნტარი (90. კრეშენცი), მემუშა - კაპრარი, ბენალი (72. კასტანიოსი), ჩერი
მაყურებელი: 10 000

კროტონე-მილანი 1:1
გოლები: 1:0 ტროტა (8), 1:1 პალეტა (50)
კროტონე (4-4-2) კორდაცი - როზი, ჩეკერინი (70. დუსენე), ფერარი, მარტელა - როდენი (80.. კაპეცი), ბარბერისი, კრიზეტიგი, ნალინი (53. სტოიანი) - ტროტა, ფალჩინელი
მილანი (4-3-3): დონარუმა - კალაბრია, პალეტა, საპატა, ვანიონი (90. გომესი) - კუცკა, ლოკატელი, ფერნანდესი (78. ოკამპოსი) - სუსო, დეულოფეო (86. ბაკა), ლაპადულა
მაყურებელი: 10 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ემპოლი-სასუოლო 1:3
გოლები: 0:1 პელუზო (19), 1:1 პუჩარელი (24-პენ.), 1:2 მატრი (34), 1:3 დუნკანი (57)
ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ლაურინი (88. ძამბელი), ბელუში, ბარბა, პასკუალი - ტელიო (79. დიმარკო), ელ ჰაჯი, კრუნიჩი - ელ ქადური - პუჩარელი, ტიამი (64. მაკარონე)
სასუოლო (4-3-3): კონსილი - აჯაპონგი, ლეტშერტი (75. კანავარო), აჩერბი, პელუზო - აკვილანი, სენსი, დუნკანი (79. ლიროლა) - ბერარდი, რიჩი (75. პოლიტანო), მატრი
მაყურებელი: 12 000

ჯენოა-კიევო 1:2
გოლები: 1:0 პანდევი (43), 1:1 ბასტიენი (60), 1:2 ბირსა (70)
ჯენოა (3-4-2-1): ლამანა - მუნიოსი (87. პელეგრი), ბურდისო, ჯენტილეტი - ლაზოვიჩი (77. ჰილემარკი), ველოზო, რიგონი, ლაქსალტი - პანდევი (87. ნინკოვიჩი), პალადინო - სიმეონე
კიევო (4-4-2): სორენტინო - დეპაოლი, დაინელი (19. სპოლი), ცეზარი, გობი - ისკო, რადოვანოვიჩი, კასტრო, ბასტიენი - ბირსა (82. დე გუზმანი), ინგლეზე (66. პელისიერი)
მაყურებელი: 18 000

პალერმო-ფიორენტინა 2:0
გოლები: 1:0 დიამანტი (32), 2:0 ალესაამი (90)
პალერმო (3-5-2): ფულინატი - ციონეკი, გოლდანიგა, ანდელკოვიჩი (68. გონსალესი) - რისპოლი, მატო, გაცი, ჩოჩევი, ალესაამი - დიამანტი (90. ენრიკე), ნესტეროვსკი (82. შალაი)
ფიორენტინა (3-4-2-1): ტატარუშანუ - სალსედო (57. საპონარა), სანჩესი, ასტორი - ტელიო, ვესინო, ბადელი, მილიჩი (38. კიეზა) - ილიჩიჩი (70. მლაკარი), ბორხა ვალერო - ბაბაქარი
მაყურებელი: 12 000

ინტერი-ნაპოლი 0:1
გოლი: 0:1 კალეხონი (43)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო, მედელი, მურილიო (77. ანდრეოლი), ნაგატომო - გალიარდინი, ბროზოვიჩი - კანდრევა, ჟოაო მარიო (60. პერიშიჩი), ედერი (73. ბანეგა) - იკარდი
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, კულიბალი, ალბიოლი, გულამი - ზელინსკი (63. როგი), დიავარა, ჰამშიკი (73. ალანი) - კალეხონი, ინსინიე, მერტენსი (81. მილიკი)
მაყურებელი: 50 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბომბარდირები: 25 - ანდრეა ბელოტი (ტორინო), ედინ ჯეკო (რომა); 24 - მაურო იკარდი (ინტერი); 23 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი); 22 - დრის მერტენსი (ნაპოლი); 20 - ჩირო იმობილე (ლაციო).

მომდევნო ტური
6 მაისი:
ნაპოლი-კალიარი, იუვენტუსი-ტორინო;

7 მაისი:
უდინეზე-ატალანტა, ემპოლი-ბოლონია, პესკარა-კროტონე, სასუოლო-ფიორენტინა, ჯენოა-ინტერი, კიევო-პალერმო, ლაციო-სამპდორია, მილანი-რომა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული