ლეონარდო ბონუჩი მთელ გუნდს რესტორანში პატიჟებს

AutoSharing Option
"იუვენტუსის" ცენტრალური მცველი ლეონარდო ბონუჩი ჯერ კიდევ ნანობს, რომ "პალერმოსთან" მატჩის დროს, მასიმილიანო ალეგრისთან კონფლიქტი მოუვიდა და თანაც, ეს ყველაფერი საჯაროდ, გულშემატკივართა თანდასწრებით მოხდა.

29 წლის მცველი შეცდომის გამოსწორებას ორიგინალური მეთოდით აპირებს, დანარჩენს კი მისი კომენტარიდან შეიტყობთ:

"გუნდი ცოცხალი ორგანიზმია, სადაც ხდება კამათიც და კონფლიქტიც, მაგრამ ეს გულშემატკივრების თვალწინ არ უნდა მომხდარიყო. ეს ყველაფერი აზიანებს კლუბის იმიჯს და ამიტომ თავს დამნაშავედ ვგრძნობ გუნდისა და თანაგუნდელების წინაშე.

გადავწყვიტე, რომ დანაშაული გამოვისყიდო და მთელი გუნდი, თავისი სამწვრთნელო შტაბით, რესტორანში დავპატიჟო. მხოლოდ ასე
ჩავთვლი თავს ვალმოხდილად. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემთვის მთავარი ყოველთვის გუნდის ინტერესები იყო და ასე იქნება მომავალშიც".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული