მაურიციო ძამპარინი "პალერმოს" პრეზიდენტი აღარ არის

AutoSharing Option
გიჟმაჟი მაურიციო ძამპარინი "პალერმოს" პრეზიდენტი აღარ არის. 75 წლის ექსცენტრიკულმა საფეხბურთო ფუნქციონერმა, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვიტა "როზანეროს" დატოვება.

სიცილიელებს ძალიან მძიმე სეზონი აქვთ და გავარდნის რეალური კანდიდატები არიან, უსაფრთხო ზონასთან ჩამორჩენა 7 ქულაა.

ამ სიტუაციამ ფანებში საკმაო ხანია უკმაყოფილების ახალი ტალღა ააგორა. ძამპარინის თქმით, ახალი მმართველის ვინაობა 15-დღიან პერიოდში დაკონკრეტდება.

შეგახსენებთ, რომ ძამპარინიმ "პალერმო" 2002 წელს ჩაიბარა, როდესაც გუნდი სერია B-ში იმყოფებოდა. კარგი წლებიც იყო და გარკვეული წარმატებებიც, მაგრამ არ იცვლებოდა ერთი რამ - მწვრთნელების ხშირი ცვლილება.

ექსტრაორდინარულ მაურიციოსთან საერთო
ენა ვერავინ გამონახა და თანამშრომლობა დიდი ხნით ვერავინ შეძლო. უფრო სწორად, თავად ძამპარინი არ აძლევდა არავის ამის საშუალებას. ამ 15-წლიან პერიოდში მან დაახლოებით 40-ჯერ მიიღო მწვრთნელის მოხსნის გადაწყვეტილება. მხოლოდ ფრანჩესკო გვიდოლინი 4-ჯერ გააგდო პოსტიდან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული