ფედერიკო ბერნარდესკი: ჩვენს სათქმელს აუცილებლად ვიტყვით

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენა ფედერიკო ბერნარდესკია, რომელიც "ფიორენტინას" ლიდერად ჩამოყალიბდა. ბერნარდესკი მხოლოდ 22 წლისაა, თუმცა უკვე დაიმკვიდრა ადგილი იტალიის ნაკრების შემადგენლობაში. ფედერიკო ჟურნალისტებს ესაუბრა და საინტერესო კომენტარები გააკეთა...

მხოლოდ ფიორენტინა
ხშირად ვრცელდება ცნობები ჩემი ევროპულ გრანდებში შესაძლო გადაბარგების შესახებ, მაგრამ ეს ჭორებია და არ შეესაბამება სიმართლეს. ფლორენციაში თავს კომფორტულად ვგრძნობ და არსად წასვლა არ მინდა. ჩემი ბოლოდროინდელი პროგრესი "ფიორენტინას" დამსახურებაა და ვგრძნობ, რომ აქ კიდევ გავიზრდები. შესაბამისად, ჩემს მომავალს მხოლოდ "ვიოლაში" ვხედავ. გადავიდოდი თუ არა ჩინეთში დიდი ფულის
სანაცვლოდ? - ამაზე არც კი მიფიქრია. ჩემი მიზანია, რომ "ფიორენტინასთან" და იტალიის ნაკრებთან ერთად მივაღწიო წარმატებას.

ახალი თაობა
"ფიორენტინაში" ბევრი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელია, რაც მომავლის იმედს მაძლევს. ფედერიკო კიეზა ბრწყინვალე პარტნიორია და როდესაც ის მოედანზეა, თამაში მეც მიადვილდება. რიკარდო საპონარა შემოგვიერთდა, რომელიც უბადლო ტექნიკის პატრონია და მოედნის იდეალური ხედვით გამოირჩევა. ასეთ ფეხბურთელებზე უნდა აშენდეს ახალი გუნდი. იგივე შეიძლება ითქვას იტალიის ნაკრებზე, სადაც ბევრი ახალი სახე გამოჩნდა. გვარების ჩამოთვლას აღარ დავიწყებ, რადგან ვინმე აუცილებლად გამომრჩება. ჩვენს სიტყვას აუცილებლად ვიტყვით.

მწვრთნელის მადლიერი
ჩემი პროგრესი პაულო სოუზას დამსახურებაა, რომელმაც იცის, თუ როგორ უნდა მიუდგეს თითოეულ ფეხბურთელს. სოუზა არასდროს იშურებს რჩევებს და ისე მექცევა, თითქოს მამაჩემი იყოს. ვინჩენცო მონტელა კარგი მწვრთნელია, მაგრამ მასთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა მქონდა. თუ გუნდში კარგი ატმოსფერო არაა, წარმატებაზე ფიქრიც კი შეუძლებელია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული