ასოციაციის თასი. III რაუნდი: რუნი ჩარლტონს გაუტოლდა [VIDEO]

AutoSharing Option
7 იანვარს ინგლისის ასოციაციის თასი III რაუნდის 25 შეხვედრა გაიმართა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" 4:0 დაამარცხა "რედინგი" და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ამ შეხვედრაში ანგარიში უეინ რუნიმ გახსნა. ეს რუნის 249-ე გოლია კლუბში, ის "იუნაიტედის" ყველა დროის ბომბარდირ ბობი ჩარლტონს დაეწია. ამის შემდეგ ანტონი მარსიალმა გაიტანა, მეორე ტაიმში კი მარკუს რაშფორდმა დუბლი შეასრულა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აჰმედ მუსას დუბლის წყალობით "ლესტერმა" სტუმრად 2L:1 დაამარცხა "ევერტონი".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ბორნმუთი" გახდა პრემიერლიგის პირველი გუნდი, რომელმაც მესამე დივიზიონის გუნდთან თასზე სტუმრად წააგო. ედ ჰაუს გუნდი 0:3 დამარცხდა
"მილუოლთან".

"არსენალი" "პრესტონს" ესტუმრა და 89-ე წუთზე ოლივიე ჟირუს გატანილი გოლის წყალობით 2:1 მოუგო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული