ადემოლა ლუკმენი - "ევერტონის" ახალი ვუნდერკინდი

AutoSharing Option
"ევერტონი" დიდი ხანი უტრიალებდა ახალგაზრდა ვარსკვლავს, ადემოლა ლუკმენს და როგორც ჩანს, "კანფეტებმა" "არსენალს", "ჩელსის", "სიტისა" და 19 წლის შემტევის სხვა მსურველებს აჯობეს და ვუნდერკინდი გაიფორმეს.

ლუკმენი ლივერპულში სამედიცინო შემოწმების გასავლელად გაეშურა და მას მერე, რაც შეთანხმების ბოლო დეტალები მოგვარდა, "ევერტონთან" კონტრაქტსაც მოაწერა ხელი. მერსისაიდულ გუნდს ეს სიამოვნება დაახლოებით 11 მილიონი დაუჯდება, რომელსაც "ჩარლტონი" მიიღებს ვუნდერკინდის სანაცვლოდ.

"კანფეტების" ბანაკში ცუდი ამბავიც არის. "კრისტალ პალასიდან" მოყვანილი იანიკ ბოლაზი ნელ-ნელა ხდებოდა გუნდის ლიდერთაგანი, მაგრამ სერიოზული ტრავმა მიიღო და ვიცოდით, რომ რამდენიმე თვე გაუცდებოდა.
თუმცა ახლა ირკვევა, რომ 4 დეკემბერს "მანჩესტერ იუნაიტედთან" იგი ისე სერიოზულად დაშავებულა, რომ შესაძლოა 2018 წლამდე ვერ ითამაშოს.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლის რეაბილიტაციას დაახლოებით 10-12 თვე დასჭირდება. "ევერტონმა" ბოლაზიში 25 მილიონი ფუნტი გადაიხადა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული