იურგენ კლოპის ფორსმაჟორი - "ლივერპული" ემილ ფორსბერგზე გადაერთო

AutoSharing Option
"ლივერპული" შესაძლოა, მიმდინარე ბუნდესლიგის სიურპრიზი-გუნდის, "ლაიპციგის" ერთ-ერთ ლიდერ ემილ ფორსბერგზე გადაერთოს.

25 წლის ფეხბურთელისადმი მერსისაიდელების ინტერესი უფრო მას მერე გაიზარდა, რაც "დორტმუნდმა" "ენფილდის" ბინადრებს შეუთვალა, რომ კრისტიან პულიშიჩი არ იყიდება. მართალია, იურგენ კლოპს ყოფილი კლუბიდან 18 წლის ამერიკელის დამატება ძალიან სურდა, მაგრამ ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია და მან სხვა ვარიანტები უნდა მოძებნოს.

პარალელურად, "ლივერპული" "ბენფიკას" მექსიკელი ფორვარდის, რაულ ხიმენესის ტრანსფერზე იმუშავებს. 25 წლის თავდამსხმელს "არწივები" 22 მილიონ ფუნტად აფასებენ.

"კლოპოს" კიდევ ერთი სამიზნე 21 წლის ფრთის მოიერიშე იაკობ მერფია. "ნორვიჩის"
ფეხბურთელზე პატარა ნადირობაც კი მიდის, რადგან მისით ასევე "ტოტენჰემი" და სხვა გუნდებიც არიან დაინტერესებულნი.

მიუხედავად იმისა, რომ ლუკას ლეივას დიდი სათამაშო დრო აღარ აქვს და მას რამდენიმე კლუბი იწვევს, ბრაზილიელი შესაძლოა, მაინც "ლივერპულში" დარჩეს, რადგან მერსისაიდელები მილანის "ინტერს" ბოლომდე ვერ შეუთანხმდნენ და კლოპსაც თავის დაზღვევის მიზნით სჭირდება გამოცდილი ნახევარმცველი, რომელსაც დაცვის ცენტრშიც შეუძლია თამაში.

ამასობაში, გერმანელმა სპეციალისტმა იმაზე ისაუბრა, თუ როგორი ამაყია მისი გუნდით, რომელიც შესაშურ ფორმაში მყოფ "ჩელსის" კონკურენციას უწევს. შეგახსენებთ, რომ "ლურჯებს" ზედიზედ 13 მოგება აქვთ და პირველი წრის მერე მერსისაიდელებს 6 ქულით უსწრებენ, ხოლო მესამეადგილოსან "არსენალს" - 9 ქულით.

"წარმომიდგენია, როგორი გაღზიანებულია "ჩელსი", რომელმაც მიჯრით 12,… მაპატიეთ, უკვე 13 მატჩი მოიგო. "ჩელსი" ახლა უძლიერესი გუნდია და დამაჯერებელ ფეხბურთს აჩვენებს. მიუხედავად ამისა, "ლივერპული" ლონდონურ გუნდს მხოლოდ 6 ქულით ჩამორჩება და ალბათ ხვდებით, როგორი უცნაური და გამაღიზიანებელია ეს, როდესაც ზედიზედ ამდენ მატჩს მოიგებ და უფრო დიდი უპირატესობით წინ ვერ გახვალ", - განაცხადა "კლოპომ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული