მესუთ იოზილს ტიტულების მოგება უნდა

AutoSharing Option
საშობაო ამბები ჯერ არ დაწყებულა და "არსენალის" სეზონს იქამდე ზნეს ძნელად თუ გაუგებს კაცი. ერთი შეხედვით ასეა: არსენ ვენგერის გუნდის წინა წლებთან შედარებით სტაბილურია და სავსე არც ლაზარეთია. შემადგენლობაც შედარებით ღრმაა. და მაინც, არის რამდენიმე ფეხბურთელი, რომლის გარეშეც გუნდის წარმოდგენა ძალიან რთულია.

ერთ-ერთი ასეთია გერმანიის ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი მესუთ იოზილია. მესუთი კარგია ამ სეზონში. შეხედავ "არსენალის" თამაშს და ალექსის სანჩესი გამოკვეთილი ლიდერია, თუმცა გუნდის "ტვინად" მაინც იოზილი რჩება.

"პრემიერლიგაში გააფთრებული საჩემპიონო მარულაა გაჩაღებული და ჩვენი მიზანი სწორედ ჩემპიონობაა. ურთულესი ამოცანაა,
მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, ის გადავჭრათ. შარშანდელისაგან განსხვავებული სეზონია - ყველა გრანდი შესაძლებლობის ზღვარზე თამაშობს და ეს კიდევ უფრო ზრდის ჩვენს მოტივაციას", - ამბობს იოზილი.

"არსენალის" შესაძლებლობებზე ფეხბურთელი ამბობს: "სულ ვამბობდი, რომ ჩვენს გუნდს ღრმა შემადგენლობა სჭირდებოდა. წლეულს შედარებით მოგვარდა ეს პრობლემა. ეს ჩვენ იმედებს გვიორმაგებს. როცა იცი, რომ სათადარიგოთა სკამიდან შემოვა ფეხბურთელი და თამაშს გააძლიერებს, ეს სულ სხვა შეგრძნებაა".

ახლოვდება საშობაო პერიოდი. "არსენალს" არ უყვარს "ბოქსინგ დეი". ამ დროს ინგლისში ყოველდღე თამაშობენ ფეხბურთს.

"ყველა ჩემპიონატს აქვს რაღაც გამორჩეული და პრემიერლიგის გამორჩეული მომენტი ესაა. ჩვენ დაღლის უფლება არ გვაქვს. ხშირად ეს პერიოდი სეზონში ერთ-ერთი გადამწყვეტია. მზად უნდა ვიყოთ ამ გამოწვევისათვის", - მიიჩნევს მესუთი.

"არსენალი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფშიც ყოჩაღ გუნდად მოჩანს. "ლიგა - ეს დიდებული წარმოდგენაა. ჩვენ მხოლოდ მაქსიმუმზე უნდა ვიფიქროთ", - ესეც იოზილის სიტყვებია.

სეზონი თავისი გზით მიდის. "არსენალის" "ტვინი" კარგად მუშაობს. მესუთ იოზილს ტიტულები უნდა. რატომაც არა?!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული