სემ ელარდაისმა ინგლისის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
28 აგვისტოს ინგლისის ნაკრების ახალმა მწვრთნელმა სემ ელარდაისმა თავისი პირველი შემადგენლობა დაასახელა. "დიდი სემის" სიაში მოხვდა "ვესტ ჰემის" 26 წლის გარემარბი მაიკლ ანტონიო.

ამას გარდა, ნაკრებში ბრუნდებიან ლიუკ შოუ და ფილ იაგიელკა. რაც შეეხება გუნდის კაპიტანს, ელარდაისს მისი ვინაობა ჯერ არ გაუმხელია. ამას ალბათ მაშინ გავიგებთ, როცა გუნდი "სენტ ჯორჯ პარკში" შეიკრიბება და დაიწყებს მზადებას სლოვაკეთთან 4 სექტემბერს გასამართი საგარეო შესარჩევი მატჩისთვის.

ელარდაისის რჩეულთა შორის არიან:

მეკარეები: ფოსტერი (საუთჰემპტონი), ჰარტი (მანჩესტერ სიტი), ჰეტონი (ბარნლი);
მცველები: კეჰილი (ჩელსი), კლაინი (ლივერპული), იაგიელკა
(ევერტონი), როუზი (ტოტენჰემი), შოუ (მანჩესტერ იუნაიტედი), სმოლინგი (მანჩესტერ იუნაიტედი), სტოუნზი (მანჩესტერ სიტი), უოლკერი (ტოტენჰემი);
ნახევარმცველები: ალი (ტოტენჰემი), ანტონიო (ვესტ ჰემი), დაიერი (ტოტენჰემი), დრინკუოტერი (ლესტერი), ჰენდერსონი (ლივერპული), ლალანა (ლივერპული), რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), უოლკოტი (არსენალი);
თავდამსხმელები: კეინი (ტოტენჰემი), სტარიჯი (ლივერპული), ვარდი (ლესტერი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული