ედუარდო - მესამე მეკარე ლონდონის "ჩელსიში"

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსიმ" ზაგრების "დინამოდან" ედუარდო შეიძინა. შეთანხმების ფინანსური მხარე არ ხმაურდება. 33 წლის პორტუგალიელმა "ლურჯებთან" ერთწლიანი შეთანხმება გააფორმა. "ჩელსის" განცხადებაში ნათქვამია, რომ კლუბს ტიბო კურტუასა და ასმირ ბეგოვიჩისთვის გამოცდილი და მაღალი კლასის "დამზღვევი" ესაჭიროებოდა, კონტემ და კომპანიამაც ედუარდოზე შეაჩერეს არჩევანი.

"ყოველთვის ვამბობდი, რომ ოცნებები ხდება. პრემიერლიგა საუკეთესო ჩემპიონატია, სადაც გამორჩეული ფეხბურთელები თამაშობენ" - თქვა გახარებულმა ედუარდომ.

ამასობაში, ლონდონური კლუბი ალესიო რომანიოლის შეძენას ცდილობდა. ანტონიო კონტემ 21 წლის ტალანტის ფასი კარგად იცის და თურმე "ჩელსიმ" "მილანს" 35 მილიონი გირვანქა შესთავაზა, მაგრამ
"როსონერიმ" ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა და განცხადებაც გაავრცელა - რომანიოლი არ იყიდება და შესაბამისად, მოლაპარაკებებიც არ გაგრძელდებაო.

იტალიელი მცველი "მილანში" წინა ზაფხულს "რომადან" გადაბარგდა 21,25 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ. რომანიოლის სერია A-ში დებიუტი 17 წლის ასაკში ჰქონდა და "რომას", "მილანისა" და "სამპდორიას" მაისურით 77 მატჩი აქვს ჩატარებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული