პრემიერლიგა. II ტური: ანტონიო კონტემ პირველი იტალიური დუელი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
20 აგვისტოს ინგლისის პრემიერლიგის II ტურის 7 შეხვედრა გაიმართა.

ხოსეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტიმ" სტუმრად 4:1 დაამარცხა "სტოკ სიტი". პირველ ტაიმში სერხიო აგუერომ შეასრულა დუბლი, მეორეში კი ახალწვეულმა ნოლიტომ. მათ გოლებს შორის კი იყო ბოიან კრკიჩის პენალტი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მარკ ჰიუზი (სტოკი): "მატჩის განმავლობაში კარგად ვთამაშობდით. დღეს და ხვალ ალბათ, ორივე პენალტის ეპიზოდს ბევრჯერ გაიხსენებენ. მეორე გოლმა, რომელიც მცველების შეცდომის გამო გავუშვით, ძალიან დაგვწყვიტა გული".

ხოსეპ გვარდიოლა (სიტი): "ძალიან გამიმართლა, რადგან ასეთი მაღალი კლასის ფეხბურთელები მყავს. ისინი ბოლომდე იბრძვიან. ჩემი აზრით,
დღეს სეზონის ერთ-ერთი ურთულესი საგარეო მატჩი გვქონდა. მეორე ტაიმში ცოტა გადამწყვეტი პასების გაკეთება გვიჭირდა, მაგრამ არა უშავს, ყველაფერი წინაა და პროგრესი კიდევ იქნება".

ანტონიო კონტეს "ჩელსიმ" ბოლო წუთებზე შემოუტრიალა თამაში ვალტერ მაძარის "უოტფორდს" - 2:1. სტუმრები აგებდნენ, როცა შეცვლაზე შესულმა მიში ბატშუაიმ აზარის დარტყმულს დაამატა. "ჩელსის" სამი ქულა დიეგო კოშტამ მოუტანა, რომელმაც მეკარეს დუელი მოუგო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ანტონიო კონტე (ჩელსი): "შესანიშნავ განწყობაზე ვარ, რადგან ბიჭები საქმეს სწორად უდგებიან. თამაში არ იყო იოლი, ჩვენ ხომ ვაგებდით. "ჩელსიმ" მეორე ტაიმში ინტენსიურად შეუტია და ამან შედეგი გამოიღო. ძალიან კმაყოფილი ვარ შეცვლაზე შესული ფეხბურთელებით. ისევ ბოლოსკენ ვიმარჯვეთ, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია".

"ტოტენჰემმა" შინ ვიქტორ ვანიამას თავურის წყალობით მოუგო "კრისტალ პალასს" - 1:0. "ბარნლიმ" სენსაციურად დაამარცხა "ლივერპული" - 2:0.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ევერტონს" სტუმრად გარეთ ბერის დარტყმამ მოუტანა გამარჯვება "ვესტ ბრომვიჩზე".

ინგლისის ჩემპიონმა "ლესტერმა" "არსენალს" უმასპინძლა, ამ შეხვედრაში გოლები არ გასულა. ეს ორივე გუნდისთვის პირველი ქულებია ახალ სეზონში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შაბათი. 20 აგვისტო
სტოკი-სიტი 1:4
გოლები: 0:1 აგუერო (27-პენ), 0:2 აგუერო (36), 1:2 კრკიჩი (49-პენ), 1:3 ნოლიტო (86), 1:4 ნოლიტო (90)

ბარნლი-ლივერპული 2:0
გოლები: 1:0 ვოუკსი (2), 2:0 გრეი (37)

სუონსი-ჰალი 0:2
გოლები: 0:1 მელონი (79), 0:2 ა. ერნანდესი (90)

ტოტენჰემი-კრ. პალასი 1:0
გოლი: 1:0 ვანიამა (83)

უოტფორდი-ჩელსი 1:2
გოლები: 1:0 კაპუ (55), 1:1 ბატშუაი (80), 1:2 დ. კოშტა (87)

ვესტ ბრომვიჩი-ევერტონი 1:2
გოლები: 1:0 მაკოლი (9), 1:1 მირალასი (45), 1:2 ბერი (60)

ლესტერი-არსენალი 0:0

პარასკევი. 19 აგვსიტო
მანჩესტერი-საუთჰემპტონი 2:0

კვირა. 21 აგვისტო
სანდერლენდი-მიდლსბრო 16:30
ვესტ ჰემი-ბორნმუთი 19:00

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული