პრემიერლიგა. I ტური. მოქმედმა ჩემპიონმა მარცხით დაიწყო, გვარდიოლამ - მოგებით [VIDEO]

AutoSharing Option
13 აგვისტოს პრემიერლიგის ახალი სეზონის პირველი ტურის მატჩები გაიმართა.

ჩემპიონატი მოქმედმა ჩემპიონმა "ლესტერმა" გახსნა, რომელიც პრემიერლიგაში ახალგადმოსულ "ჰალთან" სტუმრად მინიმალური სხვაობით დამარცხდა - 1:2.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ფრედ დასრულდა "ევერტონისა" და "ტოტენჰემის" საკმაოდ დაძაბული შეხვედრა. გუნდებმა ერთმანეთს თითო-თითო გოლი გაუტანეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ინგლისის პრემიერლიგაში პეპ გვარდიოლას თავკაცობით პირველი გამარჯვება იზეიმა "მანჩესტერ სიტიმ", რომელმაც ასევე მძიმე ბრძოლაში იმარჯვა - 2:1.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პირველი ტურის ცენტრალური მატჩი ლონდონის "არსენალსა" და "ლივერპულს" შორის დღეს 19:00 საათზე დაიწყება. დღესვე თავის პრიველ შეხვედრას "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩაატარებს,
რომელიც "ბორნმუთს" ესტუმრება.

პრემიერლიგა. I ტური.
ჰალ სიტი-ლესტერი 2:1
გოლები: 1:0 ადამ დიომანდე (45), 1:1 რიად მაჰრეზი (47), 2:1 რობერტ სნოდგრასი (57).

ბარნლი-სუონსი 0:1
გოლი: ლეროი ფერი (82).

კრისტალ პალასი-ვესტ ბრომვიჩი 0:1
გოლი: სალომონ რონდონი (74).

ევერტონი-ტოტენჰემი 1:1
გოლები: 1:0 როს ბარკლი (6), 1:1 ერიკ ლამელა (60).

მიდლსბრო-სტოკი 1:1
გოლები: 1:0 ალვარო ნეგრედო (11), 1:1 ხერდან შაქირი (67).

საუთჰემპტონი-უოტფორდი 1:1
გოლები: 0:1 ეტიენ კაპუე (9), 1:1 ნათან რედმონდი (58).

მანჩესტერ სიტი-სანდერლენდი 2:1
გოლები: 1:0 სერხიო აგუერო (4), 1:1 ჟერმენ დეფო (71), 2:1 პატრიკ მაკნეიერი (ავტ, 87).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული