წასვლა მინდა - რომელუ ლუკაკუ "ევერტონიდან" მიდის

AutoSharing Option
"ევერტონის" ბელგიელი ფორვარდი რომელუ ლუკაკუ ზაფხულში კლუბს გამოიცვლის.

ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა განაცხადა.

"მოვიდა დრო, "ევერტონი" დავტოვო. კარგი სეზონი მქონდა, ბევრი გოლი გავიტანე, მაგრამ ჩემი გეგმები მაქვს, წასვლა მინდა", - ციტირებს ბელგიელს Sky Sports-ი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლუკაკუთი ლონდონის "ჩელსი", "არსენალი", "მანჩესტერ იუნაიტედი", მიუნხენის "ბაიერნი" და დორტმუნდის "ბორუსია" ინტერესდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული