ასოციაციის თასის ფინალი: "მანჩესტერ იუნაიტედმა" ინგლისის თასი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 მაისს "უემბლიზე" ინგლისის ასოციაციის თასის ფინალი გაიმართა. ლონდონის "კრისტალ პალასი" "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდა.

ანგარიში 78-ე წუთზე ჯეისონ პანჩონმა გახსნა, მან მახვილი კუთხიდან გაუტანა დავიდ დე ხეას. მაგრამ სამ წუთში მარუან ფელაინიმ მკერდით დაუგდო ბურთი ხუან მატას და ესპანელმაც თამაში დამატებით დროში გადაიყვანა.

105-ე წუთზე "მანჩესტერს" კრის სმოლინგი გაუძევეს, მაგრამ ხუთ წუთში 10-კაციანმა "მანჩესტერმა" მეტოქეს გამარჯვების გოლი გაუტანა, ეს ჯესი ლინგარდმა შეძლო.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" პირველი ტიტული მოიგო ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობით. "კრისტალ პალასის" თავკაცმა ალან პარდიუმ კარიერაში მესამედ წააგო ინგლისის
თასის ფინალში

"მანჩესტერმა" ასოციაციის თასი მე-12-ედ მოიგო.

ლუი ვან გაალი (მანჩესტერი): "ასოციაციის თასის მოგება დიდი მიღწევაა, კლუბისთვის, ფანებისთვისა და ჩემთვის. ახლა უკვე ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში მაქვს მოგებული თასი, ეს კი რაღაცას ნიშნავს. ბევრი ვერ დაიკვეხნის ასეთი წარმატებით.

ბოლოს ათი კაცით ვითამაშეთ და მაინც დავიმსახურეთ გამარჯვება. ლინგარდმა დიდებული გოლი გაიტანა, არ მეთანხმებით"?

ვან გაალს მოგებული აქვს ჰოლანდიის, ესპანეთის, გერმანიისა და ინგლისის თასები.

კრ. პალასი-მანჩესტერი 1:2 დ. დ.
გოლები: 1:0 პანჩონი (78), 1:1 მატა (81), 1:2 ლინგარდი (110)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული