ფანმა "ლესტერის" ჩემპიონობაზე 20 ფუნტი დადო და 29 000 მოიგო

AutoSharing Option
"ლესტერის" ფანმა ჯონ პრაიკმა საყვარელი გუნდის ჩემპიონობაზე დადო და 29 000 ფუნტი მოიგო.

პრაიკმა სეზონის დაწყების წინ ინგლისურ პრემიერლიგაში "ლესტერის" ჩემპიონობაზე 20 ფუნტი დადო. "ლესტერის" ჩემპიონობას 5000 კოეფიციენტი ჰქონდა.

ბუქმეკერული კანტორა სეზონის დასრულებას არ დაელოდა და პრაიკს თავიდან 16 000 ფუნტი შესთავაზა, თუმცა "ლესტერის" ფანისგან უარი მიიღო.

ამის შემდეგ მათ პრაიკს შეთავაზება 29 000 ფუნტამდე გაუზარდეს და "ლესტერის" ქომაგისგან თანხმობა მიიღეს.

მოგების შემთხვევაში ჯონ პრაიკი 100 000 ფუნტს მიიღებდა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული