ჩიჩარიტოთი "ლივერპული" დაინტერესდა

AutoSharing Option
"ლევერკუზენის" ფორვარდი ჩიჩარიტო მერსისაიდული "ლივერპულის" ინტერესთა სფეროში მოხვდა.

ინფორმაციას ამის შესახებ The Times-ი ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, მერსისაიდელებს 27 წლის მექსიკელის ყიდვა ჯერ კიდევ 2014 წელს სურდათ, როცა ის "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას იცავდა.

კონკრეტულად რა თანხას იხდის "ლივერპული" მექსიკელ ფორვარდში, ჯერჯერობით უცნობია.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 შეხვედრაში ჩიჩარიტოს ანგარიშზე 11 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული