"ჩელსი": ან ანტუან გრიზმანი, ან საიდო ბერაინო

AutoSharing Option
როგორც პოპულარული გამოცემა The Mirror-ი იტყობინება, ლონდონის "ჩელსის" მთავარი სამიზნე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მადრიდის "ატლეტიკოს" ფრანგი შემტევი ანტუან გრიზმანი იქნება.

ლონდონელები მზად არიან, გრიზმანის სანაცვლოდ მადრიდელებს 25 მილიონი ფუნტი სტერლინგი შესთავაზონ. 24 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 19 შეხვედრაა, სადაც მან 11 გოლის გატანა მოახერხა.

გრიზმანის ალტერნატივად "ჩელსიში" "ვესტ ბრომვიჩის" ფორვარდი საიდო ბერაინო მოიაზრება, რომლის ფასიც 22 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 შეხვედრაში ბერაინოს ანგარიშზე 3 გოლია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული