"მანჩესტერ იუნაიტედს" ზამთარში ვარსკვლავების დამატება სურს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის, მადრიდის "რეალის" ორი სუპერვარსკვლავი - კრიშტიანო რონალდო და გარეთ ბეილი შეიძინოს.

უცხოურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ბარსელონასთან" (0:4) წაგების შემდეგ რონალდო და ბეილი გუნდიდან წასვლაზე დაფიქრდნენ.

გარდა ამისა, "წითელ ეშმაკებს" ზამთარში "რომას" მცველის, ეშლი კოულის გადაბირებაც სურთ.

"იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი სერიოზულად არის დაინტერესებული გამოცდილი მცველის შეძენით და მზადაა, კოულს ნახევარწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს.

მომზადებულია Skysports.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული