ჯონ ტერი: თუ "ჩელსისთან" ახალ კონტრაქტზე ვერ შევთანხმდები, კარიერას დავასრულებ

AutoSharing Option
გასულ ზაფხულს, ფრენკ ლამპარდისა და ეშლი კოულის მსგავსად, ლონდონის "ჩელსის" დატოვებას ჯონ ტერიც აპირებდა, მაგრამ მან გუნდთან ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ტერის თქმით, თუ ის "ჩელსისთან" ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდება, სხვა კლუბში არ გადავა და ბუცებს ლურსმანზე ჩამოჰკიდებს.

"არ ვიცი, "ჩელსიში" რამდენ ხანს დავრჩები. ვიმედოვნებ, აქ კიდევ რამდენიმე წელს გავატარებ, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, კარიერას დავასრულებ.

ამჟამად ლონდონში თავს კარგად ვგრძნობ და ვთვლი, რომ ახლა წასვლა სწორი არ იქნებოდა, მაგრამ დადგება შესაფერისი მომენტი და ვიტყვი: "ჩემი წასვლის დროა", ასე
კი ხალხი სხვაგვარად დამიმახსოვრებს", - უთხრა ტერიმ ჟურნალისტებს.

Sportall.Ge

ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით, ჯონ ტერის "ჩელსიში" ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. მან 17  წელი გაატარა "ლურჯებში", 500-ზე მეტ თამაშში მიიღო მონაწილეობა და საკლუბო დონეზე ყველა შესაძლო ტიტული მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული