"ლივერპული" ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხედფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვიდეო: კრისტალ პალასი-ლივერპული 1:2

14 თებერვალს ინგლისში ასოციაციის თასის მერვედფინალური მატჩები გაიმართა. გაირკვა 4 მეოთხედფინალისტის ვინაობა.

"ლივერპული" "კრისტალ პალასს" ესტუმრა და 2:1 იმარჯვა. თავიდან ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, თავი ფრეიზერ კემპბელმა გამოიჩინა, მაგრამ შემდეგ უპირატესობა ხელთ ბრენდან როჯერსის გუნდმა იგდო.

50-ე წუთზე დანიელ სტარიჯმა გაათანაბრა, ხოლო 58-ე წუთზე ადამ ლალანამ სტუმრები მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.

მეოთხედფინალში გავიდნენ "ვესტ ბრომვიჩი" ("ვესტ ჰემი" 4:0 გაანადგურა), "ბლექბერნი" (4:1 მოუგო "სტოკს") და "რედინგი" (სტუმრად 2:1 იმარჯვა "დერბიზე").
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული