ჟოზე მოურინიო: ბოიან კრკიჩმა ერთხელ ლამის მომკლა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთელმა ჟოზე მოურინიომ "სტოკთან" ინგლისის პრემიერლიგის მე-17 ტურის მატჩამდე კომენტარი გააკეთა.

მოურინიოს თქმით, "სტოკის" ფეხბურთელმა ბოიან კრკიჩმა 4 წლის წინ ლამის მოკლა.

საუბარია 2010 წელზე, როცა მოურინიოს მილანის "ინტერი" ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზურისთვის "ბარსელონას" ეთამაშებოდა.

"ბოიანი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ლამის მომკლა, როცა ბარსელონა-ინტერის ნახევარფინალში ბოლო წუთებზე შესანიშნავი გოლით ინფარქტი დამმართა. თუმცა მანდ თამაშგარე იყო. როცა ლაინსმენს შევხედე, მას უკვე დაფიქსირებული ჰქონდა თამაშგარე.

ეს ხუმრობის ნარევი სიტყვებია, მაგრამ კრკიჩი ძალიან სახიფათო ფეხბურთელია, რომელმაც პრემიერლიგაში ადაპტაცია შესანიშნავად გაიარა, რაც
თავდასხმელისთვის ყოველთვის რთულია", - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ სტოკი-ჩელსი 22 დეკემბერს გაიმართება. მე-16 ტურის შემდეგ "ჩელსი" სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა და უახლოესს მდევარ "მანჩესტერ სიტის" სამი ქულით უსწრებს.

მომზადებულია ESPN-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული