მესუთ იოზილი: "არსენალს" მიზნად მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულება აქვს დასახული

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა აღნიშნა, რომ მადრიდის "რეალიდან" გადასვლის შემდეგ ახალ გუნდში ადაპტაცია ძალიან სწრაფად გაიარა.

"არსენალში" ყველაფერი მაკმაყოფილებს. ეს დიადი კლუბია მდიდარი ტრადიციებით, რომელსაც დასახული აქვს მნიშვნელოვანი ამოცანები შეასრულოს. კარგია, რომ ახალ ადგილას ადაპტაცია ასე სწრაფად შევძელი",
- თქვა იოზილმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში იოზილმა ინგლისის ჩემპიონატში 15 მატჩი ჩაატარა, სადაც 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული