სერ ალექსი: რა დროს ფეხბურთია, ვენახები უნდა მოვინახულო

AutoSharing Option
როგორც წესი, ყოვლისშემძლე ინგლისურ მასმედიას ასეთი ამბები არ ეპარება ხოლმე, თუმცა 10 წლის შემდეგ ალექს ფერგიუსონის მიერ გაკეთებული განცხადება ყველასთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.

ლეგენდარული შოტლანდიელის თქმით, 2003 წელს "ჩელსიმ" მას მთავარი მწვრთნელის პოსტი შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ ეს ზუსტად ის დროა, როცა ლონდონური გრანდი რუსმა ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა ჩაიბარა. წარსულის გარდა, სერ ალექსმა ყოფილი გუნდის დღევანდელობაზეც ისაუბრა:

- ლონდონელები დამიკავშირდნენ და თანამშრომლობა შემომთავაზეს. ჩემი პასუხი იყო, რომ ამის შანსი არ არსებობდა.

სამწვრთნელო ასპარეზზე დაბრუნება ან გუნდის საქმეებში სხვა სახით მონაწილეობა ნამდვილად აღარ
მაინტერესებს. "იუნაიტედს" მოიესის ხელში ყველაფერი კარგად ექნება, რადგან ის ძლიერი სპეციალისტია.

თუკი ვინმე ფიქრობს, რომ ჩემს დაბრუნებაზე ფსონს ჩამოვიდეს, ის ამ ფულს ჰაერში გადაყრის. საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მივიღე და ნაბიჯის გადასადგმელად იდეალური დრო შევარჩიე. ჩემთვის უკან დასახევი გზა უკვე აღარ არსებობს.

თანაც, მე უკვე ჩემი ახალი ცხოვრება და ახალი მიზნები მაქვს. სპორტულ ღონისძიებებზე დასწრების გარდა, იტალიასა და საფრანგეთში ვენახები უნდა მოვინახულო
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მანჩესტერში სერ ალექს ფერგიუსონის სახელობის ქუჩა იქნება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული