ლონდონის "ჩელსი" "ვიტესთან" საეჭვო გარიგებას უარყოფს

AutoSharing Option
ჰოლანდიური "ვიტესი" და "ჩელსი" მჭიდროდ რომ თანამშრომლობენ, ეს საიდუმლო არავისთვის არის. ლონდონელებმა არნემელებს ამ ზაფხულს იჯარით კრისტიან კუევასი, ლუკას პიაზონი და კრისტიან აცუ დაუთმეს.

ვერ გეტყვით, რატომ, მაგრამ "ნაიმეგენში" პრეტენზიები გაუჩნდათ. ერედივიზიეს წარმომადგენელი ჰოლანდიის სამეფო ფეხბურთის ფედერაციისგან ამ ორი კლუბის თანამშრომლობის გამოძიებას ითხოვს, თუმცა თავადაც აღიარებს, რომ მას მხოლოდ ეჭვები ღრღნის და დამტკიცება არაფრის შეუძლია. მიუხედავად ამისა, "ჩელსის" ტექნიკურმა დირექტორმა მაიკლ ემანელომ კლუბის ვებგვერდზე "ბრალდებებს" უპასუხა. აი, რას ამბობს ის:

- დიახ, ნიჭიერი ფეხბურთელების იჯარით გაშვების პრაქტიკა რამდენიმე წელია, დავნერგეთ.
ჩვენთვის ეს ერთგვარი გამოცდაა, თუ რას მივაღწიეთ იმ ახალგაზრდებთან მუშაობით, რომლებიც ჩვენს სისტემაში მოხვდნენ. ეს გარკვეულწილად ფინანსური ფეარ პლეის მოთხოვნების გამოც ხდება, თუმცა ამის გარეშეც, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს საუკეთესო გამოსავალია.

იჯარის პოლიტიკა ახალგაზრდა მოთამაშეების პროფესიულ განვითარებას უწყობს ხელს.

ექვსი წლის წინ, როდესაც "ჩელსიში" მოვედი, გუნდში მრავლად იყვნენ ჩამოყალიბებული მოთამაშეები, რომელთა გვერდით ახალგაზრდების ინტეგრირებისა და შესაბამისად, პროფესიული ზრდის შანსი მიზერული იყო. დღეს სიტუაცია უკვე განსხვავებულია. გამოცდილი ფეხბურთელები ახლაც გვყავს, მათ ზურგს კი აკადემიის აღზრდილები უმაგრებენ.

ეშლი კოულის შესაცვლელად ყოველთვის მზად არიან რაიან ბერტრანი ან პატრიკ ვან აანჰოლტი. გვყავს, ასე ვთქვათ, შუალედური რგოლიც, მაგალითად - ხუან მატა, რომელიც 25 წლის არის, ედენ აზარი და ოსკარი 22-22-ის. წყვეტ
ა თაობებს შორის, პრაქტიკულად, არ გვაქვს, ამ პირობებში კი ახალი თაობის აღზრდა ბევრად უფრო მარტივია.

დავაკვირდით და აღმოვაჩინეთ, რომ გარდამტეხი ასაკი ფეხბურთელებისთვის 18-დან 21-წლამდეა. ამ პერიოდში ისინი ბევრს ფიქრობენ და აანალიზებენ, რამდენად ძალუძთ ძირითად გუნდში თავის დამკვიდრება. თუკი მხოლოდ 21-წლამდელებში უწევთ ასპარეზობა, ასეთ შემთხვევაში მთავარი გუნდისთვის მათი აღზრდა უკვე ძნელი ხდება.

გამოცდილების დაგროვება იჯარით წასვლის შემთხვევაში უფრო იოლია. როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიოლოგიური თვალსაზრისით, შედარებით სუსტ გუნდებში თამაში მათ ასაკში იდეალური გამოსავალია. ამასობაში კი ჩვენს ახალგაზრდულ გუნდში ასპარეზობის შანსი 16-18 წლის ბიჭებს ეძლევათ. ასე რომ, იჯარის პოლიტიკა თინეიჯერების თაობის პროფესი
ულ წინსვლაშიც თამაშობს თავის როლს. ეს ნიშნავს ყველა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელზე თანაბრად ზრუნვას.

ახლა კი აგიხსნით, რატომ ვთანამშრომლობთ "ვიტესთან" ასე ხშირად. უპირველესად იმიტომ, რომ ჰოლანდიელები ახალგაზრდა ფეხბურთელებს სწყალობენ და ჩვენთვის მოცემულ პირობასაც ყოველთვის ასრულებენ. როცა მათ კონკრეტული ფეხბურთელი სჭირდებათ, ის "ვიტესში" რეგულარულად თამაშობს.

მიუხედავად ამისა, გარწმუნებთ, რომ "ვიტესი" არანაირ ექსკლუზიურ უფლება
ს არ ფლობს და თუკი ჩემპიონშიპის რომელიმე კლუბი ჩვენგან ფეხბურთელის წაყვანას მოინდომებს, პრობლემა არ შეექმნება. ამის არაერთი მაგალითი ყოფილა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მერაბ ჟორდანიას ფინანსური "ფეარ პლეი" არ აკმაყოფილებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული