ინგლისის ნაკრებმა მუნდიალის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
27 აგვისტოს ინგლისის ნაკრების თავკაცმა როი ჰოჯსონმა 2014 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

მის გუნდში ორი დიდი სიურპრიზია - ანდროს თაუნსენდი და როს ბარკლი. ორივემ დაიმსახურა გუნდში მიწვევა, "ტოტენჰემის" ნახევარმცველმა განსაკუთრებით თბილისის "დინამოსთან" ევროპალიგის მატჩში გამოიჩინა თავი.

თუკი თაუნსენდი 22 წლისაა და მას ბევრი ისედაც იცნობს, როს ბარკლი ჯერ მხოლოდ 19 წლისაა, თუმცა "ევერტონის" შემადგენლობაში შთამბეჭდავი სტარტი ჰქონდა.

ინგლისელთა თავკაცმა გუნდში დააბრუნა ფორმაში შესული "ლივერპულის" ფორვარდი დენიელ სტარიჯიც. ინგლისის ნაკრებს მოლდოვისა და უკრაინის ნაკრებებთან ელის მატჩები.

მეკარეები: ფრეიზერ ფოსტერი
(სელტიკი), ჯო ჰარტი (მანჩესტერ სიტი), ჯონ რუდი (ნორვიჩი).
მცველები: ლეიტონ ბეინესი (ევერტონი), გარი კეჰილი (ჩელსი), ეშლი კოული (ჩელსი), ფილ იაგიელკა (ევერტონი), გლენ ჯონსონი (ლივერპული), ფილ ჯონსი (მანჩესტერ იუნაიტედი), კრის სმოლინგი (მანჩესტერ იუნაიტედი), კაილ უოლკერი (ტოტენჰემი).
ნახევარმცველები: როს ბარკლი (ევერტონი), მაიკლ კერიკი (მანჩესტერ იუნაიტედი), ტომ კლევერლი (მანჩესტერ იუნაიტედი), სტივენ ჯერარდი (ლივერპული), ფრენკ ლამპარდი (ჩელსი), ჯეიმს მილნერი (მანჩესტერ სიტი), რაჰიმ სტერლინგი (ლივერპული), ანდროს თაუნსენდი (ტოტენჰემი), თეო უოლკოტი (არსენალი), ჯეკ უილშირი (არსენალი).
თავდამსხმელები: ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი), რიკი ლამბერტი (საუთჰემპტონი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), დენიელ სტარიჯი (ლივერპული), დენი უელბეკი (მანჩესტერ იუნაიტედი), ეშლი იანგი (მანჩესტერ იუნაიტედი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული