სტარიჯმა და მინიოლემ "ლივერპულს" პირველი გამარჯვება მოუტანეს [VIDEO]

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა "სტოკთან" (1:0) პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 17 აგვისტოს "ლივერპულმა" 2013/14 წლების სეზონის პრემიერლიგის გახსნითი შეხვედრა ჩაატარა და დანიელ სტარიჯის გოლით გაიმარჯვა. სტუმრებს ანგარიშის გათანბრებაც შეეძლოთ, თუმცა მერსისაიდელთა მეკარემ სიმონ მინიოლემ 89-ე წუთზე დანიშნული პენალტიდან დარტყმული მოიგერია.

"მეკარემ სამი არაჩვეულებრივი "სეივი" განახორციელა. ორი გუნდის შესანიშნავი თამაში ვიხილეთ.

როცა მეკარე მატჩის ბოლო წუთებზე პენალტიდან დარტყმულს იგერიებს, ის რა თქმა უნდა მთელი სტადიონის აპლოდისმენტებს იმსახურებს.

ძალიან ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა და როცა მათ
ვერ იყენებ, უსიამოვნო გრძნობა გეუფლება ბოლო წუთებზე შენს კართან პენალტს რომ ნიშნავენ",
- თქვა როჯერსმა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული