ასოციაციის თასი. 1/2-ფინალები: ფინალი ლონდონელების გარეშე [VIDEO]

AutoSharing Option
13 აპრილს "უემბლიზე" ინგლისის თასის პირველი ფინალისტი გამოვლინდა.

"უიგანმა" ჩემპიონშიპის "მილუოლს" საკუთარ ქალაქში 2:0 სძლია. ასეთ შედეგს საფეხბურთო ექსპერტების დიდი უმეტესობა წინასწარმეტყველებდა. ასევე, იოლი გამოსაცნობი იყო, რომ წაგების გამო "მილუოლის" ფანები ჩხუბის შანსს ხელიდან არაფრის დიდებით არ გაუშვებდნენ.

შეხლა-შემოხლა პირველი ტაიმის ბოლოს დაიწყო, თუმცა მალე ჩაწყნარდა. სრული მასშტაბით მან კალუმ მაკმანამანის გოლის შემდეგ იფეთქა. პოლიციას სერიოზული ძალისხმევა დასჭირდა ვითარების განსამუხტად. უკანასკნელი ცნობებით, დაკავებულია ინციდენტში მონაწილე 10-ზე მეტი გულშემატკივარი.

უქმეების უმთავრესი თამაში "უემბლიზე" გაიმართა. "ჩელსი" "მანჩესტერ სიტის" პირობითი მასპინძლის სტატუსით
დაუხვდა და აბსოლუტურად კანონზომიერი მარცხი იწვნია. "მილუოლისა" არ იყოს, გადამწყვეტ შეხვედრაში თამაშის უფლება ვერც მეორე დედაქალაქურმა კლუბმა მოახერხა. რობერტო მანჩინის შეგირდებს უზარმაზარი უპირატესობა ჰქონდათ.

პეტრ ჩეხმა თავისი გუნდი 3-4 სიტუაციაში აშკარა გოლისგან იხსნა. "ჩელსი" კი, თავის მხრივ, ხიფათს სტანდარტულის შემდეგ თუ ქმნიდა. რაც მართალია, მართალია, დემბა ბას ის ერთი გოლი ულამაზესი გამოუვიდა. კარისკენ ზურგით მდგარმა მაკრატელა დარტყმით მეკარეს შორეულ კუთხეში აუღებელი ბურთი დაურტყა.

მილუოლი-უიგანი 0:2
გოლები: 0:1 მელონი (25), 0:2 მაკმანამანი (78)
მილუოლი (4-5-1): ფორდი - დანი, შიტუ, ბივერსი, ლოური - ლედჯერი, სმიტი (67. ჰალსი), აბდუ (72. ტროტერი), ტეილორი, ჰენრი - კიო (89. ბეტი)
უიგანი (3-4-3): ალ ჰაბსი - შარნერი, ალკარასი, ფიგეროა - მაკარტი, გომესი, ბოისი, ბოსეჟური (61. მაკარტური) - მაკმანამანი (90. ენრიკესი), მელონი, კონე

ჩელსი-სიტი 1:2
გოლები: 0:1 ნასრი (35), 0:2 აგუერო (47), 1:2 ბა (66)
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ასპილიკუეტა, ლუისი, ივანოვიჩი, ბერტრანი - რამირესი, ობი მიკელი (66. ტორესი) - აზარი, მატა, ოსკარი - ბა
სიტი (4-2-3-1): პანტილიმონი - საბალეტა, კომპანი, ნასტასიჩი, კლიში - ი. ტურე, ბარი - მილნერი, ნასრი (87. ლესკოტი), ტევესი (73. ხ. გარსია) - აგუერო

VideoSportall.Ge
14.04.13. ჩელსი - მანჩესტერ სიტი 1:2


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"მილუოლის" ფანებმა პოლიციასთან იჩხუბეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული