"მანჩესტერ სიტის" მორიგი შენაძენი - ბენჟამინ მენდი 49 მილიონად

AutoSharing Option
რამდენიმე წუთის წინ, "მანჩესტერ სიტიმ" ბენჟამინ მენდის "მონაკოდან" ტრანსფერი დაადასტურა.

"ქალაქელების" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 23 წლის მარცხენა მცველმა 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ის "სიტიში" 22 ნომრით იასპარეზებს.

ბრიტანული პრესის ცნობით, ტრანსფერი 49.2 მილიონი ფუნტი დაჯდა.

ბენჟამინ მენდი "მონაკოში" გასულ ზაფხულში გადავიდა. საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონში მან 39 თამაში ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და პეპ გვარდიოლაზე იმდენად კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რომ მანჩესტერელებმა მასზე ფინანსური რესურსი არ დაზოგეს.

ფრანგი მარცხენაფლანგელი, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, "სიტის" მე-5 შენაძენია ბერნარდუ სილვას, ედერსონი, კაილ უოკერისა და
დანილოს შემდეგ. "ქალაქელებმა" ამ ფეხბურთელებში 200 მილიონ ფუნტზე მეტი დახარჯეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული