ჟოზე მოურინიო: ვესტ ჰემი ჩემპიონობისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო კლუბის ხელმძღვანელობას სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. განსაკუთრებულის თქმით, სხვა ინგლისური კლუბები უკვე საკმარისად გაძლიერდნენ და ის იგივეს ელის "წითელი ეშმაკებისგან".

"რომელუ ლუკაკუსა და ვიქტორ ლინდელოფის ტრანსფერების გამო ქებას არა მე, არამედ კლუბის დირექტორი ედ ვუდვორდი და მისი გუნდი იმსახურებს. ფანსტასტიკურად მუშაობისთვის და ორი კარგი ფეხბურთელის შეძენისთვის მას მადლობას ვუხდი.

თუმცა, მეტი ახალწვეული გვჭირდება, თუ პრემიერლიგის სხვა გუნდებს შევხედავთ. მაგალითად, "მანჩესტერ სიტის", "ლივერპულსა" და "ვესტ ჰემს".

სეზონში ჩვენ პირველ მეტოქეზე, "ვესტ ჰემზე" უკვე
ვფიქრობ. მათ ჯო ჰარტი, ჩიჩარიტო და მარკ არნაუტოვიჩი დაიმატეს. როგორც ჩანს, ისინი პრემიერლიგის მოგებისთვის იბრძოლებენ."

- ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედის" მოქმედებით უკმაყოფილოა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული