"სიტი" და "იუნაიტედი" ტერაქტის დროს დაღუპულებს პატივს მიაგებენ

AutoSharing Option
მანჩესტერული გუნდები, "სიტი" და "იუნაიტედი", 21 ივლისს გასამართი ამხანაგური დერბის დროს, მოედანზე სპეციალური ფორმებით გავლენ. ისინი პატივს 22 მაისს მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპულებს მიაგებენ.

დაახლოებით 2 თვის წინ, მანჩესტერის თეატრში მომხდარ აფეთქებას 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სწორედ მათ საპატივცემულოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამართი ამხანაგური მატჩის დროს, "სიტი" და "იუნაიტედი" მოედანზე გამოვლენ მაისურებით, რომლებზეც კლუბების სიმბოლიკის გარდა, ქალაქ მანჩესტერის სიმბოლო, ფუტკარიც იქნება გამოსახული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული