უეინ რუნის "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლა ნოემბერში გადაწყდა

AutoSharing Option
"ევერტონში" დაბრუნებული უეინ რუნი აცხადებს, რომ მისი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლა უკვე გასული წლის ნოემბერში იყო გადაწყვეტილი.

"დაახლოებით ნოემბერში მივხვდი, რომ წავიდოდი. იანვარში ჟოზე მოურინიოს შევხვდი. მან გამიმეორა, რომ სეზონის ბოლომდე ჩემი გუნდში ხილვა უნდოდა და დავრჩი.

- ოფიციალურად: უეინ რუნი "ევერტონის" ფეხბურთელია

სეზონი კარგად დაიწყო, რასას "უოტფორდთან" სტუმრად წარუმატებლად თამაში მოვაყოლეთ. მოურინიო თავიდან 10 ნომრად, ზლატანის უკან მათამაშებდა, თუმცა შემდეგ მან ეს სქემა შეცვალა. სხვა ფეხბურთელები კარგად ათამაშდნენ და ჟოზემაც ახალი სისტემა შეინარჩუნა.

- უეინ რუნი: შინ დავბრუნდი!

ეს მწვრთნელის
გადაწყვეტილება იყო. მოურინიოს, როგორც მწვრთნელს და როგორც ადამიანს, პატივს ვცემ. მესმის, რომ მწვრთნელი ასეთ გადაწყვეტილებებს უნდა იღებდეს, მაგრამ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მეც უნდა მიმეღო", - ციტირებს რუნის სიტყვებს The Telegraph-ი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული