შექსპირი მაჰრეზს ემუქრება

AutoSharing Option
ინგლისის ექს-ჩემპიონის, "ლესტერის" მთავარი მწვრთნელი კრეიგ შექსპირი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, რიად მაჰრეზს კლუბისადმი პატივისცემისკენ მოუწოდებს და უთამაშებლობით ემუქრება.

26 წლის ალჟირელმა შემტევმა გუნდის გამოცვლის სურვილი გამოთქვა. მისი შეძენით "არსენალია" დაინტერესებული, რომელიც 40 მილიონს იხდის, მაგრამ "ლესტერს" ფეხბურთელი 57 მილიონზე ნაკლებად არ ეთმობა.

"რიადი პროფესიონალი უნდა იყოს და ჩვენი მხრივ, მას ჩვენც პროფესიონალურად უნდა მოვექცეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ მაჰრეზმა კლუბს ერთგულება უნდა დაუმტკიცოს.

თუ ფეხბურთელი თავის ერთგულებას არ დაამტკიცებს, არ ითამაშებს. მას უნდა ესმოდეს, რომ კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს." -
ციტირებს შექსპირის სიტყვებს Goal-ი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული