1972 წლიდან პირველად - "ჰადერსფილდი" პრემიერლიგაში ითამაშებს

AutoSharing Option
"ჰადერსფილდ თაუნმა" პრემიერლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.

ჩემპიონშიპის პლეი ოფის ფინალში, რომელიც "უემბლიზე" გაიმართა, "ჰადერსფილდმა" პენალტების სერიაში 4:3 აჯობა "რედინგს".

კლუბი ელიტაში 1972 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგაში თამაშის უფლება უკვე მოიპოვეს "ნიუკასლმა" და "ბრაიტონმა".

საოცარია, მაგრამ ფაქტია - "ჰადერსფილდმა" პრემიერლიგაში თამაშის საგზური მას მერე მოიპოვა, რაც რეგულარული სეზონი გოლების უარყოფითი ბალანსით დაასრულა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული