ნ'გოლო კანტე საუკეთესოდ ჟურნალისტებმაც აღიარეს

AutoSharing Option
ნ'გოლო კანტე ჟურნალისტების ვერსიითაც პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ცოტა ხნის წინათ იგი 2016/17 წლების სეზონის მოთამაშედ თავად ფეხბურთელებმა დაასახელეს.

ეს ჯილდო შედარებით უფრო პრესტიჟულად ითვლება, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია მიმომხილველთა უფრო პრაგმატული და სხვანაირად დაკვირვებული თვალით დანახული საფეხბურთო სამყაროც. ასეა თუ ისე, ასეც და ისეც, ფრანგი საუკეთესოა.

მაგალითად, წინა წელს ფეხბურთელებმა საუკეთესოდ რიად მაჰრეზი აღიარეს, ხოლო ჟურნალისტებმა - ჯეიმი ვარდი. ამჯერად კი აზრი არ გაიყო და კანტე ერთხმად ავიდა ტახტზე; რაც წინა სეზონში დააკლდა, ახლა ერთბაშად მიიღო. მოკლედ, ყველაფერი ისევ "ლესტერის"
გარშემო ტრიალებს.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელებისა და ჟურნალისტების აზრი ბოლოს 2015 წელს დაემთხვა, როცა საუკეთესოდ ედენ აზარი დაასახელეს.

ასევე დამთხვევა მოხდა წინა სეზონშიც, როცა საუკეთესო "ლივერპულში" მოთამაშე ლუის სუარესი გახდა, ხოლო 2013-ში - "ტოტენჰემის" ვარსკვლავი გარეთ ბეილი.

ამასობაში, "ექსმელია" კანტეს ამჟამინდელი მწვრთნელი ანტონიო კონტე მიიჩნევს, რომ "ტოტენჰემს" და კონკრეტულად მაურისიო პოჩეტინოს "ჩელსისთან" და პირადად მასთან მიმართებაში უპირატესობა აქვს. ამით იტალიელი სპეციალისტი, ერთი მხრივ, კონკურენტს აქებს, მეორე მხრივ კი, საკუთარ კარგ მუშაობას უსვამს ხაზს.

"თუ ამ ორ გუნდს შევადარებთ, დავინახავთ, რომ "ტოტენჰემს" უპირატესობა აქვს, რადგან მაურისიო პოჩეტინო იქ 2014 წლიდან მუშაობს, მე კი "ჩელსიში" პირველ სეზონს ვატარებ. მოსულს ბევრი გასარკვევი და გადასაჭრელი სიტუაცია დამხვდა. პოჩეტინო კი უკვე დაახლოებით 3 წელია პოსტზე მუშაობს და მან ბევრი საჭირო ცვლილების გაკეთება მოასწრო და ძალიან კარგი გუნდი ჩამოაყალიბა. "ტოტენჰემი" ძლიერი კლუბია და არც მიკვირს, რომ ტიტულისთვის იბრძვის" - განაცხადა "კონტისიმემ", რომელიც პრემიერლიგის მოგებასთან ნახევარ ნაბიჯშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ კაცთან პოგბა ჯუჯაა.
გოდე
12:36 09-05-2017
0
აყლაყუდა პოგბა ამ სიაში მერამდენე ადგილზე გავიდა? რომ გადააყრევინეს მენიუს ამდენი ფული?
gode
12:24 09-05-2017
0

სიახლეები პოპულარული