ასოციაციის თასი. 1/2 ფინალი: "ჩელსი" ფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
22 აპრილს "უემბლიზე" ინგლისის ასოციაციის თასის ნახევარფინალურ მატჩში "ჩელსი" "ტოტენჰემს" დაუპირისპირდა და 4:2 დაამარცხა.

"უემბლიზე" ბრწყინვალე თამაში ვიხილეთ, რომლის მშვენებაც ნემანია მატიჩის სუპერგოლი იყო. პირველ ტაიმში ვილიანმა დუბლი შეასრულა, რასაც ჰარი კეინმა ერთი გოლით უპასუხა.

52-ე წუთზე დელე ალიმ ანგარიში გაათანაბრა - 2:2. გამარჯვების გოლი ედენ აზარის ანგარიშზეა, შემდეგ კი იყო მატიჩის ბრწყინვალე გოლი შორი მანძილიდან.

ანტონიო კონტე (ჩელსი): "ვამაყობ ამ გამარჯვებით, ეს დიდებული მიღწევაა, როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი ფეხბურთელებისთვის. პირველივე სეზონში ფინალში გასვლა ძალიან მაგარია".

მეორე ფინალისტის ვინაობა კვირას
გაირკვევა, "უემბლიზე" "არსენალი" "მანჩესტერ სიტის" შეხვდება.

შაბათი. 22 აპრილი
ჩელსი-ტოტენჰემი 4:2
გოლები: 1:0 ვილიანი (5), 1:1 კეინი (18), 2:1 ვილიანი (43-პენ), 2:2 ალი (52), 3:2 აზარი (75), 4:2 მატიჩი (80)

კვირა. 23 აპრილი
არსენალი-სიტი 18:00
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული