რანიერის გათავისუფლების შემდეგ ვარდის ცოლის დაჭრით დაემუქრნენ

AutoSharing Option
"ლესტერის" თავდამსხმელმა ჯეიმი ვარდიმ განაცხადა, რომ გუნდიდან კლაუდიო რანიერის გათავისუფლების შემდეგ მუქარებს იღებდა.

"ეს საშინელებაა. ერთი ისტორია მაქვს წაკითხული, სადაც "სევილიასთან" მატჩის შემდეგ რაღაც შეკრებაში ჩემ მონაწილეობაზეა საუბარი. არადა, მაშინ სამი საათი დოპინგ-ტესტს გავდიოდი.

მაგრამ ისტორია ქვეყნდება, ხალხი მას კითხულობს და თქვენ იღებთ მუქარას თქვენს ოჯახსა და ბავშვებთან დაკავშირებით.

ამ სიტუაციას გავუმკლავდი, თუმცა კარგი არაფერია იმაში, რომ თქვენი ცოლის დაჭრას ცდილობენ, როცა ის ავტომობილით გადაადგილდება ბავშვებთან ერთად.

თუ რანიერის დროს იყო რაღაც პრობლემები, შეიძლებოდა ოფისში წასვლა და ყველაფრის გარკვევა, შეიძლებოდა
ტაქტიკური დაფის გამოყენება. მწვრთნელი ყოველთვის გახარებული იყო, როცა მასთან მიდიოდნენ და საკუთარ აზრს ამბობდნენ.

ეს ისტორიები, ფეხბურთელების კავშირზე რანიერის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ძალიან საწყენი იყო. ბევრი ცრუ ბრალდება იყო და ამაზე ვერაფერს ვაკეთებდით.

ჩვენ უბრალოდ ის შეგვეძლო, რომ ამისთვის ყურადღება არ მიგვექცია და მხოლოდ ფეხბურთზე გვეფიქრა", - თქვა ვარდიმ.

- გრემ საუნესი: სწორედ ამ ფეხბურთელებმა გააგდეს რანიერი!..

მომზადებულია BBC-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული