პრემიერლიგა. XXIX ტური: არსენ ვენგერი - ძალიან მალე გაიგებთ, რას ვაპირებ [VIDEO]

AutoSharing Option
18 მარტს ინგლისის პრემიერლიგის 29-ე ტურის 7 შეხვედრა გაიმართა.

ლონდონის "არსენალი" "ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან" სტუმრად 1:3 დამარცხდა. კრეიგ დოუსონმა დუბლი შეასრულა, ერთი გოლიც ჰალ რობსონ-კანუს ანგარიშზეა, "არსენალის" რიგებში ერთადერთი გოლი ალექსის სანჩესმა გაიტანა, რომელიც ისე დაშავდა, რომ ჩილეს ნაკრების უახლოესი მატჩების გამოტოვება მოუწევს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თამაშამდე სტადიონს "არსენალის" ფანების მიერ შეკვეთილმა ორმა მცირე თვითმფრინავმა გადაუფრინა: ერთის ბანერზე ეწერა - არა კონტრაქტს, არა ვენგერს, მეორეზე კი, პირიქით, ფრანგის მხარდასაჭერი ბანერი იყო - გვჯერა ვენგერის.

არსენ ვენგერი (არსენალი): "უკვე გადაწყვეტილი მაქვს, რას
გავაკეთებ მომავალში. ყველანი მალე გაიგებთ, ძალიან მალე. ახლა გუნდს ცუდი პერიოდი აქვს, მსგავსი 20 წელია არ გადაგვიტანია. თამაშს თამაშზე ვაგებთ და ახლა ეს გაცილებით უფრო მაღელვებს, ვიდრე ჩემი მომავალი".

ქვეყნის ჩემპიონმა "ლესტერ სიტიმ" სტუმრად 3:2 დაამარცხა "ვესტ ჰემი". ეს კრეიგ შექსპირის მეოთხე გამარჯვებაა მეოთხე მატჩში. სტუმართა რიგებში რიად მაჰრეზმა, რობერტ ჰუთმა და ჯეიმი ვარდიმ გაიტანეს.

"ჩელსიმ" სტუმრად 2:1 მოუგო "სტოკ სიტის" და კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერობა. ვილიანის გოლს მასპინძელმა ჯონათან უოლტერსმა პენალტით უპასუხა. "ჩელსის" გამარჯვება 87-ე წუთზე გარი კეჰილმა მოუტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია ევერტონელი რომელუ ლუკაკუს დუბლი.

შაბათი. 18 მარტი
ვესტ ბრომვიჩი-არსენალი 3:1
გოლები: 1:0 დოუსონი (12), 1:1 ა. სანჩესი (15), 2:1 რობსონ-კანუ (55), 3:1 დოუსონი (75)

კრ. პალასი-უოტფორდი 1:0
გოლი: 1:0 დინი (68. ს. კ.)

ევერტონი-ჰალი 4:0
გოლები: 1:0 კალვერტ-ლევინი (9), 2:0 ე. ვალენსია (78), 3:0 ლუკაკუ (91), 4:0 ლუკაკუ (94)
გაძევება: ჰადლსტოუნი (73. ჰალი)

სტოკი-ჩელსი 1:2
გოლები: 0:1 ვილიანი (13), 1:1 უოლტერსი (38-პენ), 1:2 კეჰილი (87)
გაძევება: ბერდსლი (95. სტოკი)

სანდერლენდი-ბარნლი 0:0

ვესტ ჰემი-ლესტერი 2:3
გოლები: 0:1 მაჰრეზი (5), 0:2 ჰუთი (7), 1:2 ლანსინი (20), 1:3 ვარდი (38), 2:3 ა. აიუ (63)

ბორნმუთი-სუონსი 2:0
გოლები: 1:0 მოუსონი (31 ს. კ.), 2:0 აფობე (72)

კვირა. 19 მარტი
მიდლსბრო-მანჩესტერი 16:00
ტოტენჰემი-საუთჰემპტონი 18:15
სიტი-ლივერპული 20:30

1. ჩელსი - 69 ქულა; 2. ტოტენჰემი - 56; 3. სიტი - 56; 4. ლივერპული - 55; 5. არსენალი - 50.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული