ლონდონის "არსენალი" შესაძლოა, სანჩესის გარდა, კიდევ ორმა ლიდერმა დატოვოს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველები, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი და მესუთ იოზილი შესაძლოა გუნდიდან წავიდნენ.

The Telegraph-ის ცნობით, ფეხბურთელებს "არსენალიდან" წასვლა სეზონის დასრულების შემდეგ სურთ.

იოზილმა კლუბის შემოთავაზებას, გაეგრძელებინათ კონტრაქტი, ჯერ კიდევ არ უპასუხა. ლონდონელები გერმანელს კვირაში 200 ათას ფუნტს სთავაზობენ. წყაროს ინფორმაციით, იოზილმა გერმანელ მეგობრებს უთხრა, რომ კლუბის დატოვება სურს.

რაც შეეხება ოქსლეიდ-ჩემბერლენს, "არსენალმა" მას კონტრაქტი ჯერ არ შესთავაზა, ხოლო ამჟამინდელის ვადა 2018 წლის ზაფხულში იწურება.

წყაროს მტკიცებით, ფეხბურთელს არ მოსწონს, რომ კლუბი კონტრაქტის გახანგრძლივების ამბავს აჭიანურებს და შემოთავაზების შემთხვევაში უარს იტყვის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული