ზლატან იბრაჰიმოვიჩი: მე ვარ ლომი!

AutoSharing Option
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მორიგი, მისთვის 32-ე ტიტული მოიპოვა. შთამბეჭდავი კარიერის მქონე იბრაკადაბრამ ამჯერად, ინგლისის ლიგის თასი დაისაკუთრა, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედს" თავისი დუბლით მოაგებინა "უემბლიზე" "საუთჰემპტონთან" უმძიმეს მატჩში (3:2).

მიუხედავად იმისა, რომ ბოსნიური ფესვების მქონე შვედი 35 წლისაა, იგი შესაშურ ფორმაშია და მიმდინარე სეზონში უკვე 26 გოლიც დაუგროვდა.

ჯერჯერობით, უცნობია რჩება თუ არა გუნდში ზლატანი და ვრცელ, როგორც ამბობს მის კარიერაში ყველაზე გრძელ ინტერვიუში, იგი ამ კითხვას არც დადებით პასუხს გასცემს და არც უარყოფითს. სამაგიეროდ, ღმერთობის მერე, იბრამ ლომობაც დაიბრალა. მოკლედ, ამ
საუკეთესო კითხვა-პასუხს გთავაზობთ

- ისე გამოიყურებით, თითქოს 25 წლის იყოთ…...
- კი, კარგად გამოვიყურები. ვიცი, რომ კარგად გამოვიყურები.

- ანდერ ერერამ თქვა, რომ 28-29 წლის ადამიანის სხეული გაქვთ.
- გასაგებია. თავს მხნედ და კარგად ვგრძნობ. თავს მხეცივით ვარ.

- ინგლისში თქვენს ასე კარგ ათამაშებას ბევრი არ ელოდა. არის თუ არა ეს თქვენ კარიერაში საუკეთესო მომენტი?
- განსაკუთრებული მონაკვეთია. ასაკი არაფერ შუაშია და თავიდანვე არ მაღელვებდა, რადგან ვიცოდი, რაც შემეძლო. განსაკუთრებულს კი ამ პერიოდს ის ხდის, რომ იგნლისში ვარ. ბევრი ამბობდა, პრემიერლიგაში ამ ასაკში არ მოვა და აქამდელი მიღწევებითა და სტატუსით არ გარისკავსო, მაგრამ მე მოვედი. მოვედი მაშინ, როდესაც ხალხი თვლიდა, რომ კარგად თამაში აღარ შემეძლო და ახლა ამ ყველაფრისგან სიამოვნებას ვიღებ. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.

- ინგლისში მხოლოდ იმიტომ გადმობარგდით, რომ სკეპტიკოსებისთვის მათი სიმცდარე დაგემტკიცებინათ?
- მთავარი იყო ის, რისიც მჯეროდა, რას ვვარაუდობდი - ყველაფერი გამართლდა.

- ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ სურს, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანებმა თქვენ სახლთან კარვები გაშალონ და თქვენგან ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერა მოითხოვონ!
- ჩემი აზრით, კარიერაში ზუსტად უნდა შეარჩიო საჭირო მომენტი. ინგლისში აქამდე იმიტომ არ მოვდიოდი, რადგან სწორი დრო არ იყო. ახლა მოვედი, რადგან მომენტი ვიგრძენი. რაც შეეხება მწვრთნელს, მას და კლუბს მადლობას ვუხდი, რადგან მოურინიოს რომ არ დაეძახა და გუნდს შანსი არ მოეცა, ახლა აქ არ ვიქნებოდი. ჩემ ორ შვილსაც ძალიან სურდა რომ "მანჩესტერში" მეთამაშა. მათ აქ მოსწონთ.

- ანუ რჩებით?
- ვნახოთ, რა მოხდება.

- ანუ თქვენ შვილებს სურთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" ითამაშოთ?
- დიახ. იმ მომენტში მე თავად არ ვიყავი ჩამოყალიბებული და ბევრ რამეზე ვფიქრობდი, სანამ ყველაფერი დალაგდებოდა. მერე ჟოზემაც დარეკა და… მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს. მოურინიოს ზარის მერე საუბარი დაახლოებით ასე გაგრძელდა - მითხარი, რა ნომრით ვითამაშებ?

- ბავშვებს ჰკითხეთ რა ვქნაო?
- ფიქრებით სხვაგან ვიყავი. შემდეგ კი ბავშვებმა სწორი გზისკენ მიმითითეს, ჟოზემაც დარეკა და აი, აქ ვარ.

- შვილებს ახლაც ჰკითხავთ დარჩეთ თუ არა?
- მათ მოსწონთ აქაურობაც და ისიც, რასაც ვაკეთებ. თუმცა ამჯერად მე ვარ ბოსი და არა ისინი.

- სად აპირებდით გადასვლას სანამ ისინი და მოურინიო ჩაერედონენ?
- სადღაც სხვაგან, მაგრამ ყველაფერი უცბად შეიცვალა და დალაგდა.

- ამჯერად როგორ გადაწყვეტთ, რა იქნება თქვენი შემდეგი ნაბიჯი და კარიერა სად გააგრძელოთ?
- დაველოდოთ და ვნახოთ, რა მოხდება. გააჩნია მომენტს, რა სიტუაცია იქნება, როგორ ვიგრძნობ თავს. სეზონის ბოლომდე კიდევ 2-3 თვეა და ხომ იყო ხალხი, ვისაც სჯეროდა, რომ კარგად ვერ ვითამაშებდი. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება.

- თქვენ აგრძელებთ საუბარს იმაზე თუ რას ამბობდნენ ადრე. ახლა რას ამბობს ხალხი? თქვენი თამაშით აღფრთოვანებულნი არიან?
- სხვას რას უნდა ამბობდნენ ისინი? აქვთ რამე სათქმელი? ყველაფრით სიამოვნებას ვიღებ, რაც ხდება.

- არის კიდევ რომელიმე ქვეყანა სადაც თამაში გსურთ ან რომელიმე მწვრთნელი, ვისთან ერთადაც მუშაობას ისურვებდით?
- არა.

- გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონაში უნდა მოხვდეს იმისთვის, რომ დარჩენა გადაწყვიტოთ?
- არა, ეგ არაფერ შუაშია. მე აქ მაშინ მოვედი, როდესაც კლუბი არ იყო ჩემპიონთა ლიგაზე. ასე რომ… უბრალოდ, ვიღაცებმა შეთხზეს მითი, რომ ველოდები იმას თუ რომელ ადგილზე გავალთ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

- დარწმუნებული ხართ, რომ მომავალ სეზონშიც მოახერხებთ ასე კარგად თამაშს?
- უნდა ვიყო? ბოლომდე კმაყოფილი არასდროს ვარ. ყოველთვის მეტი მინდა. შემართება მუდამ იგივე მაქვს, წარმატება მწყურია. ასეთი მენტალიტეტი მაქვს. არასდროს მაკმაყოფილებს მიღეული და მუდამ მეტი მინდა. ინგლისის ლიგის თასი ჩემი 32-ე ტიტულია. 5 სხვადასხვა ქვეყანაში მითამაშია და მსოფლიოს საუკეთესო კლუბებში ვირიცხებოდი. ყოველწლიურად გამაქვს გოლები და ვაღწევ წარმატებას. ახლა კი ჩემ კარიერაში, მორიგი, ახალი თავია.

- "მანჩესტერიდან" თუ სადმე სხვაგან წახვალთ ეს დაღმასვლა იქნება?
- ჩემთვის თუ კლუბისთვის?

- თქვენთვის…...
- არა, მე მხოლოდ მაღალ დონეზე ვითამაშებ და ფორმის პიკზე წავალ. ერთ მატჩსაც არ ჩავატარებ ისე, თუ იბრაჰიმოვიჩი არ ვიქნები. თუ ისე ვერ ვითამაშებ, როგორც ამას ახლა ვაკეთებ და თუ შედეგი არ იქნება, მინდორზე არც არაფერი მესაქმება. არ ვიქნები სხვა ფეხბურთელებივით, რომლებსაც კარგი და წარმატებული კარიერა ჰქონდათ, სახელი გაიკეთეს და თამაშს აგრელებ ამ სტატუსითა და სახელით. ვითამაშებ იქამდე, სანამ ასეთივე შედეგები მექნება.

- გასახდელშიც თქვენ სტანდარტებს ამყარებთ და სიახლეები მიგაქვთ?
- უბრალოდ, ვცდილობ ვიყო ის, ვინც ვარ. მიმაქვს ბარგი ანუ ის გამოცდილება, რომელიც დამიგროვდა სხვადასხვა კლუბებში, ის მიღწევები, რომლებიც მქონდა. მიმაქვს საკუთარი პერსონა. ბევრი ამბობს, რომ რთული სამართავი ვარ და ჩემებური ხასიათი მაქვს, მაგრამ ფაქტია, სადაც არ წავედი, ყველგან მოვიგე. ასე რომ, ვისშია პრობლემა? ჩემში თუ ხალხში, ვინც ლაპარაკობს?

- რამდენ გოლამდე აპირებთ ასვლას ამ სეზონში? უკვე 26 გაქვთ, იქნებ 40-მდე?
- მაქვს ჩემი მიზანი და როდესაც მას მივაღწევ და გეგმას შევასრულებ, აუცილებლად გაცნობებთ.

- კიდევ ბევრი მატჩი დაგრჩათ ამ სეზონში...…
- დიახ, როდესაც ნორმას შევასრულებ გეტყვით.

- თქვენ საუცხოო ფორმაში ხართ. ამ ასაკში ასეთი ფიზმომზადება არანორმალურია…
- მე პირუტყვი ვარ. თავს ლომივით ვგრძნობ.

- საბრძოლო ხელოვნებებში ისევ ვარჯიშობთ?
- არა, უბრალოდ, ბევრს ვვარჯიშობ და კარგ ფორმაში ვარ. ხალხმა, ვინც მიცნობს, იცის, რომ ძალიან ბევს ვშრომობ. ყოველ სეზონში მაქვს გარკვეული მიზნები, რომელთა მისაღწევადაც ვმუშაობ. თავდაუზოგავად უნდა იმუშავო და ტკივილამდე დაიხარჯო, რომ სასურველ შედეგს მიაღწიო. მე ძველი სკოლის წარმომადგენელი ვარ, სადაც ბევრი მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ გეგმებს მიაღწიო და არა ახალი სკოლის, სადაც ადვილია იმის მიღება, რაც გინდა.

- რატომ და რითი ჰგავხართ ლომს?
- ლომობა კი არ მინდა, ლომი ვარ!

- ანუ ლომივით მადა გაქვთ?
- ლომი ლომად იბადება.

- რას ნიშნავს ეს?
- ეს ნიშნავს, რომ ლომი ვარ! არასდროს მილაპარაკია ჟურნალისტებთან. ინტერვიუზე ამდენი ხანი არასდროს გავჩერებულვარ, საფრანგეთშიც კი.

- თქვით, რომ 32 მედალი გაქვთ, რას უშვებით მათ და სად მოთავსდება ეს ახალი მედალი?
- ჩემს მუზეუმში. მაქვს სახლი, რომელიც მხოლოდ მედლებისთვისაა!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული