პოლ გასკოინი vs ჯორჯ ბესტი - ვინ უფრო მაგრად ქეიფობდა?

AutoSharing Option
პოლ გასკოინმა ლოთებისთვის განკუთვნილი ყველა სარეაბილიტაციო ცენტრის, ანონიმური კურსების, მაგიური წიგნების, კაპსულების ჩაკერვისა თუ სხვა რიტუალების დისკრედიტირება მოახდინა. ის იმდენად განუკურნებელია, რომ იმ ქვეყნად ჯორჯ ბესტთან შეხვედრის შემდეგ, მისი სხეული მემკვიდრეობით მეცნიერებს უნდა დაუტოვონ: დაე მათ გაარკვიონ, როგორ ინახავდა ეს კაცი მთელი ცხოვრება ერთგულებას ალკოჰოლის მიმართ.

ბესტი ალკოჰოლამდე იმის გამო მივიდა, რომ ლამაზი ცხოვრება შეუყვარდა. გაზას კი სასმელი უყვარდა იმის გამო, რომ ეს სიყვარული ამრავალფეროვნებდა მისი შოუმენობის ნიჭს. ჯორჯი მხოლოდ ისროდა ციტატებს "მის მსოფლიოზე", მაგარ მანქანებსა და სტრიპტიზზე, პოლი კი
რეალურად ქმნიდა ისტორიას.

გასკოინმა საკუთარ თავს ონანისტი უწოდა BBC-ის რეკლამაში (ატრიალებდნენ 1990 წელს); შავკანიან ტონი კანინგემს სოლარიუმის აბონემენტი უყიდა; მეგობრებს გაუმასპინძლდა ნამცხვრით, რომლის შიგთავსი კატის ექსკრემენტებით იყო დამზადებული; "მიდლსბროს" სასადილოში სრულიად შიშველი შევიდა; "ლაციოში" საკუთარ პრეზენტაციაზე კი ყველას გაჩუმება მოსთხოვა და დემონსტრაციულად გააფუჭა ჰაერი....

გასკოინი მწვრთნელს სათევზად ეპატიჟებოდა (სინამდვილეში, ვისკის დასალევად), ჩვეულებრივ ლონდონელებს ავტობუსით ასეირნებდა; სტომატოლოგიურ სავარძელში მჯდომი ზედიზედ მიირთმევდა სხვადასხვა სასმელს; თანაგუნდელ გორდონ დიურის ავტომობილში თევზს მალავდა (და დიურიმ აყროლებული მანაქნა გაყიდა); ბრენდის სვამდა "ჰართსთან" მატჩის შესვენებაზე (დუბლი მეორე ტაიმში)...

და თუ ამ ლეგენდებიდან თუნდაც მესამედი მოგონილი არ არის - გასკიონი უკვე დიადი ადამიანია. სამწუხაროდ, როცა ფეხბურთი დამთავრდა, მხიარულებაც გაქრა. ადრე, პოლი სიამოვნებას იღებდა ნებისმიერი ეპიზოდისგან (ფან გოგონებს უკანალზე წაავლებდა ხელს, სახეს მანჭავდა საჯარიმო დარტყმების დროს, გაძევების შემდეგ მეტოქის ყველა ფეხბურთს ართმევდა ხელს), ახლა კი ადრენალინს მხოლოდ სასმელი ჩუქნის.

მისი მეგობრები ყვებოდნენ, რომ, როცა 50 წლის ასაკს მიუახლოვდა, უნიკალურ დიეტაზე დაჯდა: თავიდან ორი ლიტრი ჯინი, შემდეგ 15 ბოთლი ლუდი, ამას მოჰყვება კოკაინის ინექცია ფეხში და შემდეგ, მეძავების გამოძახება. ბუნებრივია, გოგონები დაუკმაყოფილებულები მიდიოდნენ, რადგან გასკოინი ძლივს ინძრეოდა.

დაბერებული გაზას ქრონიკა - ეს არის უსიამოვნო შემთხვევების მთელი დაუსრულებელი წყება. თავის ქალის ტრავმა და ჰოსპიტალში მოხვედრა, რასისტული სკანდალი, რეანიმაცია, ორი კლინიკური სიკვდილის გადატანა. როგორც ჩანს, პოლი უკვე შეეგუა იმას, რომ გაუთავებლად მიიღებს სასმელს და ბოლო ამოსუნთქვამდე აურევს. მაგრამ ეს მკაცრად მისი არჩევანია: უმჯობესია იცხოვრო ისე, როგორც მოგწონს და ადრე მოკვდე, ვიდრე იგრძნო არასრულფასოვნება იმის გამო, რომ არ შეიძლება ზედმეტად გადაკრა შენი საყვარელი ჭიქიდან.

ჯორჯ ბესტი სიკვდილთან ერთი ერთზე 59 წლის ასაკში გავიდა. გაუთავებელი ლოთობისგან მას გაეთიშა თირკმელი, ფილტვი, ღვიძლი და დაკოჭლდა მარცხენა ფეხზე. მაგრამ ბესტი არასოდეს იტანჯებოდა ალკოჰოლიზმისგან. "1969 წელს, შევეშვი ლოთობას. ეს იყო ყველაზე უარესი 20 წუთი ჩემს ცხოვრებაში", - ამბობდა ჯორჯი. ეს ადამიანი სიამოვნებას იღებდა ყველაფრისგან, რაც სასმელს უკავშირდებოდა.

ბესტს როკ-ვარსკვლავს უწოდებდნენ გაუთავებელი სკანდალების გამო. მაგრამ არსებობდა რაღაც, რაც გამოარჩევდა ჯორჯს ეპოქის სხვა შეშლილებისგან. ბესტი იყო დახვეწილი ლოთი კარგი გემოვნებითა და იუმორის გრძნობით - მას ტყუილად არ უწოდებდნენ მეხუთე ბიტლს. მისი ხუმრობები უზუსტუსი იყო, როგორც ბარმენის ხელი, ყოველთვის ტექსტური. ის არასოდეს დაეშვებოდა თანაგუნდელების მიმართულებით ფეკალიების სროლამდე.

ჯორჯი შესანიშნავად ახერხებდა ყველას დატროლვას ისე, რომ არ შედიოდა ფიზიკურ კონტაქტში: "ვუთხარი გასკოინს, რომ მისი IQ იმაზე დაბალია, ვიდრე სათამაშო ნომერი ზურგზე. მან მკითხა: "რა არის IQ?" მაგრამ ბესტს გამოარჩევდა უდიდესი თვითირონიაც, ეს კი ჭკუის მაჩვენებელია:

"ყველა ამბობს, რომ შვიდ "მის მსოფლიოსთან" ვიწექი. მაგრამ ეს ასე არ არის. იყო მხოლოდ ოთხი - დანარჩენებთან დარეკვა ვერ მოვახერხე". ბესტს ესმოდა, რომ ლოთი იყო, იცოდა რა ბედიც ელოდა და სიცილით იცავდა თავს ცუდი აზრებისგან: "ეს ჩემს სტილში იყო: თავი დავანებე სმას მაშინ, როცა მთავრობამ პაბებს 24 საათი მუშაობის უფლება მისცა".

სიტუაციები, რომლებშიც ბესტი სიმთვრალის დროს ხვდებოდა, სავსებით ჩვეულებრივი ამბავია ვარსკვლავებისთვის. მაგრამ ამ ყველაფერს სიმძაფრეს მატებდა თავად ჯორჯის რეაქცია - თითქოს ის ჰაი-კლასის კომედიის პერსონაჟი იყო. 1984 წელს დაპატიმრება მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო: "მე მგონი, ჩემი რაინდობა დასრულდა".

სექს-სკანდალები: "ბევრი რამ დავკარგე ჩემს ცხოვრებაში - მის კანადა, მის ბრიტანეთი, მის მსოფლიო". ქალის გაქურდვა: "ის ტუალეტში გავიდა და მთელი თანხა ამოვაცალე საფულედან. დილით გამოვფხიზლდი და რატომღაც სინდისის ქენჯნა ვიგრძენი". ინტერვიუ პირდაპირ ეთერში ნასვამ და ნახევრად მოხრილ მდგომარეობაში: "კარგია აქ დგომა. პრინციპში, დგომა ყოველთვის კარგია".

მაგრამ ბესტი ჭიქაში გრადუსს არასოდეს აყენებდა ფეხბურთის გრადუსზე მაღლა: "ყველა დალეულ შამპანურს დავაბრუნებდი, ოღონდ კი ერთი მატჩი მეთამაშა "ოლდ ტრაფორდზე" ერიკ კანტონასთან ერთად", - ამბობდა ეს ბელფასტელი ბიჭი. სამაგიეროდ, ყველაფერი დანარჩენი იძირებოდა ლიტრობით ვისკიში, რომელიც ბესტის ორგანიზმმა მოინელა.

ალკოჰოლი ჯორჯის ორგანიზმისთვის შეუცვლელი იყო - მან დაკარგა ღვიძლი, მაგრამ ბოთლი ხელიდან არ გაუგდია. 2002 წლის ივლისში, ჩრდილოირლანდიელს სხვისი ორგანო გადაუნერგეს, აბები მისცეს და სასმელიანი ჭიქისკენ გახედვაც კი აუკრძალეს. ამ სიტუაცას ყოფილმა ვარსკვლავმა ჩვეულებრივ შეხედა:

"10 საათის განმავლობაში 40 პინტი სისხლი გადამისხეს. ჩემი წინა რეკორდი 20 წუთით გავაუმჯობესე".

Sportall.Ge

ერთი წლის შემდეგ, ბესტმა და უცნობმა მამაკაცმა პაბიდან გამოათრიეს პაპარაცი, რომელიც მთვრალი ფეხბურთელის გადაღებას ცდილობდა. ღვიძლის გარეშე დარჩენილმა ბესტმა და იმ კაცმა კარგად მიბეგვეს ფოტოგრაფი.

კიდევ ერთი წლის შემდეგ, ბესტი დაიჭირეს მანქანის მართვის დროს, როცა მის ორგანიზმში ალკოჰოლის დაშვებული ნორმა 2.5-ჯერ იყო გადამეტებული. ფეხბურთელს 20 თვით ჩამოართვეს მართვის უფლება. მეხუთე ბიტლს ის უკან აღარ მიუღია.

2005 წელს, ბესტი საავადმყოფოში მოხვდა - უკანასკნელად. ჯორჯი არასოდეს იტანჯებოდა ალკოჰოლზე დამოკიდებულებისგან - არ შეიძლება იტანჯებოდე იმისგან, რაც გიყვარს. ტაბლოიდი News of the World წერდა, რომ მისი ბოლო სიტყვები იყო: "არ მოკვდეთ ისე, როგორც მე".

ეს წუწუნი ბესტისთვის დამახასიათებელი არ ყოფილა: ამ ჟურნალისტები ტყუიან, ან ჯორჯმა ვერ მოასწრო ხუმრობის დასრულება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ქეიფოდა კი არა ლოთაობდა
jaba
16:29 04-03-2017
0

სიახლეები პოპულარული