პოლ პოგბა ჩეშირში დასახლდა

AutoSharing Option
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულმა ფეხბურთელმა, "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა პოლ პოგბამ მანჩესტერში ნახევარი წელი სასტუმროში ცხოვრების შემდეგ, საკუთარი სახლი შეიძინა.

სახლი მდებარეობს ჩეშირის საგრაფოში, "იუნაიტედის" ბაზიდან 20 წუთის სავალზე. პოგბას ეს შენაძენი 3.6 მილიონი დოლარი დაუჯდა. საინტერესოა, რომ ფეხბურთელმა 750 ათასი დააკლებინა, რადგან სახლის წინა მფლობელები 4.35 მილიონს ითხოვდნენ.

სახლი ისეა დაპროექტებული, რომ ცენტრშია აუზი, რომელიც სხვა ოთახებისგან გამოყოფილია შუშის კედლებით. აქვეა ხუთი საძინებელი, საუნა, ბილიარდის ოთახი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული