პრემიერლიგა. XXIV ტური: "ჩელსის" საუკეთესო თამაში სეზონში [VIDEO]

AutoSharing Option
4 თებერვალს ინგლისის პრემიერლიგის 24-ე ტურის 8 შეხვედრა გაიმართა.

ტურის ცენტრალური შეხვედრა "სტემფორდ ბრიჯზე" გაიმართა, სადაც ლიდერმა "ჩელსიმ" 3:1 მოუგო მდევარ "არსენალს" და უშუალო კონკურენტს უკვე 12 ქულით უსწრებს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
პირველ ტაიმში მარკოს ალონსომ თავით დაამატა პეტრ ჩეხის მოგერიებულს და ანგარიში გახსნა. 53-ე წუთზე კი შედევრი შემოგვთავაზა ედენ აზარმა, რომელმაც მარჯვენა ფლანგზე ლამის "ნახევარი" არსენალი დატოვა ხახამშრალი, მესამე გოლი სესკ ფაბრეგასმა ჩეხის უხეში შეცდომის წყალობით გაიტანა. ოლივიე ჟირუმ თავურით მატჩის მიწურულს მხოლოდ პრესტიჟის გოლი გაიტანა.

მატჩის შემდეგ ანტონიო კონტემ
მისი გუნდის თამაშს ამ სეზონში საუკეთესო უწოდა.

"ტოტენჰემი" "სუფთა" მეორე ადგილზეა მას მერე, რაც "მიდლსბრო" ჰარი კეინის პენალტის წყალოით დაამარცხა - 1:0. "დეზები" "ლურჯებს" ისევ 9 ქულით ჩამორჩებიან.

ძალიან აირია იურგენ კლოპის "ლივერპული", რომელიც ამჯერად, აუტსაიდერ "ჰალთან" დამარცხდა - 0:2. "ლივერპულმა" წლის დასაწყისში ჩემპიონატში ზედიზედ 5 მატჩი ვერ მოიგო, ეს კი 1954 წლის მერე პირველად მოხდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ძალზე უცნაური მატჩი ვიხილეთ ლივერპულში, "ევერტონმა" "ბორნმუთს" 6:3 მოუგო. ანგარიშის მიუხედავად, თამაში საკმაოდ დაძაბული გამოდგა. რომელუ ლუკაკუმ ამ შეხვედრაში პოკერი შეასრულა.

სხვა თამაშებიდან აღვნიშნავთ ჯერმეინ დეფოს დუბლს, მანოლო გაბიადინისა და მბიაე ნიანგის სადებიუტო გოლებს თავიანთ ახალ გუნდებში.

შაბათი. 4 თებერვალი
ჩელსი-არსენალი 3:1
გოლები: 1:0 მ. ალონსო (13), 2:0 აზარი (53), 3:0 ფაბრეგასი (85), 3:1 ჟირუ (91)

კრ. პალასი-სანდერლენდი 0:4
გოლები: 0:1 კონე (10), 0:2 ნდონგი (43), 0:3 დეფო (45+1), 0:4 დეფო (45+3)

ევერტონი-ბორნმუთი 6:3
გოლები: 1:0 ლუკაკუ (1), 2:0 მაკარტი (23), 3:0 ლუკაკუ (29), 3:1 ჯ. კინგი (59), 3:2 კ. კინგი (70), 4:2 ლუკაკუ (83), 5:2 ლუკაკუ (85), 5:3 არტერი (90), 6:3 ბარკლი (94)

ჰალი-ლივერპული 2:0
გოლები: 1:0 ნ'დიაი (44), 2:0 ნიასე (84)

საუთჰემპტონი-ვესტ ჰემი 1:3
გოლები: 1:0 გაბიადინი (12), 1:1 კეროლი (14), 1:2 ობიანგი (44), 1:3 ნოუბლი (52)

უოტფორდი-ბარნლი 2:1
გოლები: 1:0 დინი (10), 2:0 ნიანგი (45), 2:1 ბარნსი (78-პენ)
გაძევება: ჰენდრიკი (6. ბარნლი)

ვესტ ბრომვიჩი-სტოკი 1:0
გოლი: 1:0 მორისონი (6)

ტოტენჰემი-მიდლსბრო 1:0
გოლი: 1:0 კეინი (58-პენ)

კვირა. 5 თებერვალი
სიტი-სუონსი 17:30
ლესტერი-მანჩესტერი 20:00

1. ჩელსი - 59 ქულა; 2. ტოტენჰემი - 50; 3. არსენალი - 47; 4. ლივერპული - 46; 5. სიტი - 46.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული