ასოციაციის თასი. IV რაუნდი: "ლივერპული" კრიზისშია [VIDEO]

AutoSharing Option
ინგლისში ასოციაციის თასის მატჩები გაიმართა. იურგენ კლოპის "ლივერპული" კრიზისშია, გუნდი შინ 1:2 დამარცხდა "ვულვერჰემპტონთან" და თასის გათამაშებას გამოეთიშა. დივოკ ორიჯის გოლი 86-ე წუთზე ოდენ პრესტიჟისა აღმოჩნდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ჩელსის" "ბრენტფორდის" დამარცხება არ გასჭირვებია - 4:0. გოლები ვილიანმა, პედრომ, ბრანისლავ ივანოვიჩმა და მიში ბატშუაიმ გაიტანეს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"სიტიმ" ლონდონში დაამარცხა "კრისტალ პალასი" - 3:0. აქ თავი რაჰიმ სტერლინგმა, ლეროი სანემ და იაია ტურემ გამოიჩინეს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ტოტენჰემმა" 7-გოლიანი თრილერი მოუგო "უიკომბს", არადა, 0:2-ს აგებდა, შემდეგ კი 2:3-საც. გადამწყვეტი გოლი კორეელმა სონმა
მსაჯის მიერ მე-7 კომპენსირებულ წუთზე გაიტანა - 4:3 და "დეზები" მეხუთე რაუნდში არიან.

"არსენალმა" სტუმრად "საუთჰემპტონი" გააცამტვერა - 5:0. დენი უელბეკმა დუბლი შეასრულა, ხოლო თეო უოლკოტმა - ჰეთ თრიკი.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული