პრემიერლიგა. XXII ტური: უეინ რუნი "მანჩესტერის" ყველა დროის ბომბარდირია [VIDEO]

AutoSharing Option
21 იანვარს ინგლისის პრემიერლიგის 22-ე ტურის 7 შეხვედრა გაიმართა.

ხოსეპ გვარდიოლას "სიტიმ" ორ-ბურთიანი უპირატესობა გაანიავა და მაურისიო პოჩეტინოს "ტოტენჰემს" დაუზავდა - 2:2. ოთხივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. მეკარე უგო ლორისის შეცდომებით ლეროი სანემ და კევინ დე ბრუინმა ისარგებლეს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მაგრამ ჯერ დელე ალიმ გაქვითა ერთი გოლი, შემდეგ კი კორეელმა სონმა ლონდონელებს ქულა გადაურჩინა.

ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერი" სტუმრად "სტოკთან" 94-ე წუთზე გადაურჩა მარცხს - 1:1. ხუან მატამ საკუთარი დალაშქრა, მაგრამ უეინ რუნიმ "მანჩესტერი" მარცხისგან იხსნა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რუნი ამ გოლით
"იუნაიტედის" ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 250 გოლით. მან სერ ბობი ჩარლტონს გადაუსწრო, ვინც რუნის გასახდელშივე მიულოცა ახალი რეკორდის დამყარება.

"ლივერპულმა" მოულოდნელად "ენფილდზე" აუტსაიდერ "სუონსისთან" წააგო - 2:3. მასპინძელთა რიგებში დუბლი შეასრულა რობერტო ფირმინომ, ხოლო სტუმრებში - ფერნანდო ლორენტემ. ასე რომ, გადამწყვეტი ისლანდიელი გილფი სიგურდსონის გოლი გამოდგა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შაბათი. 21 იანვარი
ლივერპული-სუონსი 2:3
გოლები: 0:1 ფ. ლორენტე (48), 0:2 ფ. ლორენტე (52), 1:2 ფირმინო (55), 2:2 ფირმინო (69), 2:3 სიგურდსონი (74)

ბორნმუთი-უოტფორდი 2:2
გოლები: 0:1 კაბასელე (24), 1:1 კინგი (48), 1:2 დინი (64), 2:2 აფობე (82)

კრ. პალასი-ევერტონი 0:1
გოლი: 0:1 კოულმენი (87)

მიდლსბრო-ვესტ ჰემი 1:3
გოლები: 0:1 კეროლი (9), 1:1 სტუანი (27), 1:2 კეროლი (43), 1:3 კალერი (94)

სტოკი-მანჩესტერი 1:1
გოლები: 1:0 მატა (19 ს. კ.), 1:1 რუნი (94)

ვესტ ბრომვიჩი-სანდერლენდი 2:0
გოლები: 1:0 ფლეტჩერი (30), 2:0 ბრანტი (36)

სიტი-ტოტენჰემი 2:2
გოლები: 1:0 სანე (49), 2:0 დე ბრუინი (54), 2:1 ალი (58), 2:2 სონი (77)

კვირა. 22 იანვარი
საუთჰემპტონი-ლესტერი 16:00
არსენალი-ბარნლი 18:15
ჩელსი-ჰალი 20:30

1. ჩელსი - 52 ქულა; 2. ტოტენჰემი - 46; 3. ლივერპული - 45; 4. არსენალი - 44; 5. სიტი - 43.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული